სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ცნობილი უკრაინელი ექიმი - ევგენი კომაროვსკი გვაძლევს მარტივ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს სეზონურ გრიპთან საბრძოლველად. რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებლად?!

 

 

10 მარტივი და პრაქტიკული რჩევა:


1. ჩააცვით ბავშვებს თბილად, მაგრამ არ იჩქაროთ გამათბობელის ჩართვა. სახლში ტემპერატურა უნდა იყოს 18-20 გრადუსი, ხოლო ტენიანობა 50–70%. ხშირად გაწმინდეთ იატაკი და გაანიავეთ ოთახი.
2. არასოდეს დააძალოთ ბავშვს ჭამა, როცა მას ვირუსი აქვს. თუ ბავშვი ითხოვს საკვებს, უმჯობესია შესთავაზოთ მსუბუქი საკვები და ბევრი სითხე.
3. სითხე, სითხე და კიდევ ერთხელ სითხე! იდეალურია სითხის ის აღმდგენი საშუალებები, რომლებიც იყიდება აფთიაქში. თუ ბავშვი კატეგორიულად ამბობს უარს თქვენს მიერ შეთავაზებულ სითხეზე, მიეცით მას სასურველი სასმელი. წვენი, ლიმონათი, ჩაი, კომპოტი, კისელი და სხვა.
4. ხშირად გამოურეცხეთ მას ცხვირი ფიზიოლოგიური ხსნარით.
5. „ხალხური მედიცინის" მარგალიტებს: ქილებს, ნიორს, თხის ქონს არაფერი აქვს საერთო გრიპის მკურნალობასთან. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ინჰალაცია ჩაიდნით და ძმრიანი პირსახოცით სიცხიანი ბავშვის დაზელვა.
6. თუ გადაწყიტეთ დაწიოთ მაღალი ტემპერატურა წამლებით, გამოიყენეთ მხოლოდ იბუპროფენისა და პარაცეტამოლის ჯგუფის მედიკამენტები. კატეგორიულად იკრძალება ასპირინი.
7. თუ ბავშვს აქვს ზედა სასუნთქი გზების პრობლემა, რაც რთულდება ხველით, დაივიწყეთ ამოსახველები საშუალებები. ეს მხოლოდ ართულებს ზოგად მდგომარეობას. თუ საუბარია, ქვედა სასუნთქი გზების ანთებაზე (ბრონხიტი და პნევმონია) აქ საუბარიც კი არ შეიძლება თვითმკურნალობაზე. მით უმეტეს ზედმეტია საუბარი ხველის საწინააღმდეგო წამლების მიღებაზე.
8. ვირუსული ინფექციები არ იკურნება ანტიბიოტიკებით. ისინი კი არ ამცირებენ სიმპტომებს, არამედ ართულებენ მდგომარეობას.
9. ინტერფერონის ჯგუფის მედიკამენტების ეფეტქურობა არ დამტკიცებულა, ამიტომ მათი მიღება უადგილოა.
10. ჰომეოპათია, ესეც ეთრგვარი თვითდამშვიდების საშუალებაა.


როდის უნდა მივმართოთ ექიმს:


ზოგადად გრიპის ვირუსის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, უმჯობესია მშობლებმა მიაკითხონ ბავშვის მკურნალ ექიმს, მაგრამ არსებობს საგანგაშო სიმპტომები, როცა ექიმის გამოძახება უბრალოდ აუცილებელია.


• როცა ავადობის მეოთხე დღეს ჯერ კიდევ არ შეიმჩნევა უკეთესობა;
• მაღალი ტემპერატურა შენარჩუნებულია მკურნალობის მეშვიდე დღეს;
• შეინიშნება მდგომარეობის გაუარესება;
• ბავშვს აქვს ფერკმრთალი კანი, ჰაერის უკმარისობა, გახშირებული სუნთქვა, ინტენსიური ტკივლები;
• ძლიერი სუნთქვა, რომელიც იწვევს სპაზმურ ხველას;
• მაღალი ტემპერატურის დროს მედიკამენტები არ იძლევა შედეგს ან იძლევა საკმაოდ გვიან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player