რა არის ეპიდურული გაუტკივარების არსი?
ეპიდურული გაუტკივარება არის განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი მეთოდი, რომელიც გამოიყენება სამშობიარო ტკივილების გასაყუჩებლად.
ხერხემლის წელის ნაწილის გარკვეულ სივრცეში, რომელსაც ეპიდურული სივრცე ეწოდება, ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანით ვაბლოკირებთ იმ ნერვებს, რომელთაც ტკივილის იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვთ. ანუ ეპიდურული გაუტკივარება ადგილობრივი გაუტკივარების ნაირსახეობაა.
როდის არის ეპიდურული გაუტკივარების დაწყება მიზანშეწონილი?
თქვენი მეანი და ანესთეზიოლოგი წყვეტენ თუ როდის უნდა იქნეს გაუტკივარებადაწყებული. ჩვეულებრივ ეს მშობიარობის პირველ სტადიაში ხდება,როდესაც საშვილოსნოს ყელი გახსნილია 4 - 5 სმ-ზე და ჩამოყალიბებულია რეგულარული სამშობიარო მოქმედება. უფრო ადრეულ ეტაპებზე გაუტკივერების დაწყება არაა რეკომენდირებული.
შეიძლება თუ არა, რომ მანიპულაციის დროს ზურგის ტვინი დაზიანდეს?
ზურგის ტვინი მთავრდება გულმკერდის - XII, წელის - I მალის დონეზე,ხოლო ეპიდურულ სივრცის პუნქცია კეთდება წელის II - III მალის დონეზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგარი გარსი დაზიანდა, ალბათობა მინიმალურია.
არის თუ არა ყოველთვის 100% ეფექტი?
იშვიათ შემთხვევაში ადგილი აქვს არასრულ გაუტკივარებას, ანდა გაუტკივარებასსხეულის ცალ ნახევარში. უთხარით ამის შესახებ ანესთეზიოლოგს, რომელიც მიიღებს სათანადო ზომებს.
ეპიდურული გაუტკივარების დადებითი მხარეები:
თქვენ ხართ ფხიზელი, ნათელი გონებით და შეგიძლიათ მთელისიმძლავრით შეიგრძნოთ ის, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგჭირდათ მაშებით მშობიარობა, სამშობიარო გზების დათვალიერება, ან გაკერვა, დამატებით სხვა ანესთეტიკის ხმარება არ დაგჭირდებათ. თუ აუცილებელი შეიქმნა საკეისრო კვეთის წარმოება, საჭიროა მხოლოდ ეპიდურულ სივრცეში ადგილობრივი ანესთეტიკის დოზის დამატება.
ეპიდურული გაუტკივარების უარყოფითი მხარეები:
გაუტკივარების ყველა მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. 50 წლიანი კლინიკური გამოცდილება ანესთეზიოლოგს საშუალებას აძლევს ეპიდურული გაუტკივარებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე შეამციროს. ეპიდურულმა გაუტკივარებამ შესაძლოა ზოგ შემთხვევაში გამოიწვიოს მშობიარობის I სტადიის გახანგძლივება. სტატისტიკის მიხედვით, მშობიარეებში, რომლებმაც არჩიეს ეპიდურული გაუტკივარება, მაშებით მშობიარობის შედარებით მაღალი პროცენტია. ეპიდურული გაუტკივარების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის დაქვეითებას. პროცედურის პერიოდში ფეხის კუნთების სისუსტის გამო სიარული მიზანშეუწონელია და უნდა იყოთ მწოლიარე მდგომარეობაში.
მასალა მოგვაწოდა "გაგუას კლინიკა"-მ