რჩევები და რეკომენდაციები კლინიკა "მედი"–ს ექიმი გინეკოლოგის თამთა ჯაფარიძის მიერ.
ყოველდღიურად მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი 600-ზე მეტი ქალი კვდება.
საშვილოსნოს ყელის კიბო მემკვიდრეობით არ გადადის.
მისი მიზეზი ძალზედ გავრცელებული ვირუსია – ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV). ეს ის ვირუსია, რომლითაც დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალგაზრდა ქალები, სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ძალიან მალე.
ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად 13 წლის ასაკიდან უკვე შესაძელბელია ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის სიმსივნის წინააღმდეგ, ასევე აუცილებელია ყოველწლიური გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში დროული მკურნალობა.
კლინიკა “მედი” გაძლევთ საშუალებას განთავისუფლდეთ ამ პრობლემისგან.
მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ რბილი ქსოვილების კვეთისა და კოაგულაციის ოპტიმალური სიხშირე შეადგენს 3,8 - 4,0 მგც -ს.
ამერიკულმა ფირმა “Ellman international”-მა შეიუშავა და აწარმოებს მსოფლიოში ერთადერთ აპარატს, რომელიც მუშაობს ამ ტექნოლოგიით – ეს არის მაღალ სიხშირიანი რადიოქირურგიული აპარატი - “Surgitron”-i
სწორედ ამ თანამედროვე ტექნოლოგიით კლინიკა “მედიში” ტარდება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის წინარე დაავადებების მკურნალობა.
რადიოტალღური ზემოქმედების მეთოდი არის: ყველაზე ეფექტური და რადიკალური მკურნალობის მეთოდი, რომელიც განსხვავდება ტრადიციული ელექტრო-ქირურგიისაგან, ის არ შეიცავს თერმული კომპონენტს და მისგან გამოწვეულ დაზიანებას, საშვილოსნოს ყელის ქსოვილი არ იწვება და არ ნეკროზდება. ეს ყველაფერი საგრძნობლად ამცირებს შეხორცების ვადებს და ინფექციური ცვლილებების განვითარებას თავიდან აცილებს.
ამ ტექნოლოგიას კლინიკა ‘მედი” –ს გინეკოლოგიის განყოფილება უკვე მეოთხე წელია წარმატებით იყენებს.
მაშასადამე, მაღალ სიხშირიანი რადიოტალღოვანი ქირურგიის უპირატესობებია:
- ქსოვლების მინიმალური დაზიანება
- რეგენერაციის პროცესის დაჩქარება
- რადიოტალღების მასტერილიზებელი ეფექტი
- “მშრალი” საოპერაციო ველი
- უმაღლესი კოსმეტიკური ეფექტი
კლინიკა მედი გთავაზობთ ამ მეთოდით გარანტირებულ მკუნალობას და ამ პათოლოგიის დროულად თავიდან აცილებას.