სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გენიტალური ენდომეტრიოზი უშვილობის ხშირი მიზეზი ქალბატონებში.

 

რა არის ენდომეტრიოზი?

სიმსივნისმაგვარი, ჰორმონოდამოკიდებული დაავადებაა, რომელიც დროსაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის-ენდომეტრიუმის მსგავის ქსოვილის ჩაზრდა-განვითარება ხდება საშვილოსნოს ღრუს გარეთ სხვადასხვა ორგანოებში. არსებობს გენიტალური და ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი.

რა იწვევს ენდომეტრიოზს?

ენდომეტრიუმის წარმოშOბის მიზეზები და განვითAრების მექანიზმები, თანამედროვე მედიცინისთვეისაც კი ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ ენდომეტრიოზს ხატოვნად საიდუმლოებით მოცულ დაავადებასაც უწოდებენ, ამ დაავადების წარმოსშობის რამდენიმე თეორია არსებობს: ემბრიონალური, იმპლანტაციური, მეტაპლაზიური, იმუნური, ნეირო-ენდოკრინული, ინფექციურ-ვირუსული. უახლესი მონაცემებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორს. ეს დაავადება უფრო ხშირად აღენიშნებათ იმ ქალბატონებს, რომელთა დედები ან უახლოესი ნათესავები დაავადებულნი არიან აღნიშნული პათოლოგიით. ენდომეტრიუმის განვითარებაში უდიდესი წილი მიუძღვის ჰორმონალურ მოშლილობებს, რომელიც ძალიან გახშირებულია ქალბატონებში.უკანასკნელ წლებში ენდომეტრიოზის სიხშირის ზრდაში არსებითი როლი დაიკავა ეკოლოგიურმა ფაქტორებმა და მომატებულმა სტრესულმა სიტუაციებმა.

რა აწუხებთ გენიტალური ენდომეტრიოზით დაავადებულ ქალბატონებს?

ასეთ ქალბატონებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ: ტკივილი მუცლის ქვედა და წელის არეში(რომელიც უფრო ძლიერდება მენსტრუაციის წინა პერიოდში), მენსტრუალური ციკლის მოშლა, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, და უშვილობა. პაციენტებს აღნიშნული ნიშნები მით მეტად აქვთ გამოხატული, რაც უფრო შორს არის წასული პათოლოგიური პროცესი, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტს ჩივილები საერთოდ არ აქვს, და არც აკითხავს ექიმს(ამ დროს დაავადება პროგრესირებს), სანამ არ გათხოვდება და უშვილოსბის პრობლემა არ დაუდგება.

რა არის უშვილობის ძირითადი მიზეზები გენიტალური ენდომეტრიოზის დროს?

1)ანოვულაცია(ოვულაციია არ არსებობა);
2)შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში;
3)ფალოპის მილების დახშობა;
4)ცვლილებები საშვილოსნოს ლორწოვან გარსში(ენდომეტრიუმში),
5)საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის(მიომეტრიუმის) შეცვლა.
6)ენდომეტროიდული ჩანართებიდან პროსტაგლანდინების სეკრეციის მომატება;
7)სპერმატოზოიდების ფაგოციტოზი.

უკანასკნელი მონაცემებით გენიტალური ენდომეტრიოზის ყველა ლოკალიზაციის შემთხვევაში უშვილობა 47,8%-მდე გაიზარდა, რაც 3-4-ჯერ აჭარბებს საშუალოდ უშვილობის სიხშირეს საერთო პოპულაციაში.

როგორ გამოვავლინოთ გენიტალური ენდომეტრიოზი? რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას, ამ დაავადებისა და უშვილობის ეფექტურ მკურნალობაში?

გენიტალური ენდომეტრიუმის დიაგნოსტიკაში მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდის გამოყენება, ნაკლებად ინფორმატიულია. აქედან გამომდინარე საჭიროა ქალის სასქესო სფეროს კომპლექსური გამოკვლევა, რისთვისაც თანამედროვე პირობებში ვიყენებთ გინეკოლოგიურ გასინჯვას, ულტრაბგერით კვლევას დოპლეროგრაფიით, კოლპოსკოპიას, ლაპარასკოპიას, ჰისტეროსკოპიას. ასეთი მიდგომით საწყის სტადიებზე უნდა გამოვავლინოთ დაავადება და ადექვატური მედიკამენტოზური მკურნალობით, მივაღწიოთ შედეგს- პათოლოგიური პროცესის შეჩერებას, რადგან დაავადების შორსწასული ფორმების და გართულებების დროს ოპერაციული მკურნალობაც კი ნაკლებად ეფექტურია.

რა არის საჭირო გენიტალური ენდომეტრიუმის პროფილაქტიკისათვის?

იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება, საჭიროა გოგონას პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან მენოპაუზამდე ვაკონტროლოდ ჰორმონალური ფონი, დავიცვათ მენსტრუაციის და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა, სრულყოფილად ვუმკურნალოდ ქალის ანთებით დაავადებებს, ვებრძოლოდ სიმსუქნეს და გათმიანებას, მინიმუმამდე შევამციროთ აბორტების რიცხვი, ქალბატონს არ უნდა დაეზაროს გინეკოლოგთან ვიზიტი(ყოველ სამ თვეში ერთხელ მაინც) მაშინაც კი, როდესაც ის არაფერს უჩივის. რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდოს სტრესულ სიტუაციებსა და ფსიქო-ემოციურ გადაღლა

 

სტატიის ავტორი

მეან-გინეკოლოგი - არჩილ თედელური
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player