სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყურადღება მიაქციეთ, როგორ გტკივათ მუცელი

 

მუცლის არეში ტკივილი ყოველთვის საყურადღებო ნიშანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბევრად უფრო მძიმე პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული, ვიდრე გასტრიტია. ამის გამო, საჭიროა მწვავე გასტრიტის დიფერენცირება მწვავე აპენდიციტის ატიპურ ფორმებთან, მწვავე პანკრეატიტთან, პერიტონიტთან, ნაწლავთა მაღალ გაუვალობასთან, რომელიც ნაწლავების ზედა ნაწილში განვითარებული პროცესით არის გამოწვეული. მას ახასიათებს მოვლითი ტკივილები ჭიპის არეში, რაც გულის კოვზისკენ გადაეცემა, ღებინება. ამონაღებ მასაში არის ნაღვლის მინარევები. ეს იმას ნიშნავს, სწრაფად პროგრესირებული ინტოქსიკაცია მიმდინარეობს. მწვავე აპენდიციტის ატიპური ფორმები ხასიათდება სწრაფად პროგრესირებული ვილის სინდრომით, რომელსაც თერაპიული მკურნალობა ვერ აცხრობს. მწვავე პანკრეატიტს კი ახასიათებს ტკივილი მარცხენა მხარეს, კერძოდ, მარცხენა ნეკნქვეშა არეში, ზურგში. ტკივილი გადაცემითია და ახასიათებს მუცლის მკვეთრი შებერილობა, ასევე, ახასიათებს ნაწლავთა პერისტალტიკის დათრგუნვა, ცვლილებები სისხლსა და შარდში. პერიტონიტს ყოველთვის თან ახლავს მუცლის ფარის ანუ პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები, რომელიც არ აღინიშნება მწვავე გასტრიტის დროს. ამიტომ, ყოველთვის დააკვირდით, როგორ გტკივათ მუცელი, რა ადგილას აღინიშნება მოვლითი ტკივილები, საით გადაეცემა ტკივილი და ამის შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ზომები.

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player