სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ბინადართ, ტრადიციული კვების რაციონი საუკუნეების განმვავლობაში უნარჩუნებდა ჯანმრთელობას და უხანგრძლივებდა სიცოცხლეს. მრავალი კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს ამ ფენომენის საიდუმლოება: საკვები მდიდარია ბურღულეულით, ხილით და ბოსტნეულით; უპირატესობას ანიჭებენ პარკოსნებს; ხორცს მიირთმევენ თვეში რამდენჯერმე და დიდი რაოდენობით იყენებენ ზეითუნის ზეთს.



მიირთვით ხორბლეული (და მაკარონის ნაწარმი).



პური, მაკარონი და ბრინჯი - ხმელთაშუაზღვის სუფრის საფუძველია.
მათში დიდი რაოდენობით არის რთული ნახშირწყლები და ცოტა ცხიმი.
მარცვლეულის ერთერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია - მცენარეული ბოჭკოები.

 

ზეითუნის ზეთი.

სხვა ცხიმებისგან განსხვავებით შეიცავს გულისთვის სასარგებლო მონოგაუჯერებელ ცხიმებს.


თევზი


თევზში არის დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები: ომეგა - 3 და მცირე რაოდენობით გაჯერებული ცხიმები. თევზსაგან დამზადებული კერძები, თითქმის, სრულად ენაცვლება ხორციან კერძებს.

მიირთვით მეტი პარკოსნები

ხმელთაშუაზღვის სალათებისა და სუპების ძირითად ინგრედიენტს პარკოსნები წარმოადგენენ, რომლებიც ცხმიების დაბალი შემცველობით, მდიდარი ცილებით, ნახშირწყლბითა და საკვები ბოჭკოებით გამოირჩევიან.

დააგემოვნეთ ღვინო


ხმელთაშუაზღვის ტრადიციულ სუფრაზე მუდამ არის ღვინო, რომელსაც ზომიერად მიირთმევენ და იშვიათად თვრებიან.
კვლევებმა გამოავლინა, რომ ყურძნიდან დამზადებული ღვინო მცირე დოზით ( 1 ჭიქა ქალებისათვის, 2 ჭიქა მამაკაცებისათვის) არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
მაგრამ, ნუ დაგიწყდებათ ზომიერება!


დაასრულეთ ტრაპეზი ხილით


ტრაპეზი, როგორც წესი ხილით მთავრდება (თუმცა, ხმელთაშუაზღვის სამზარეულოში არსებობს მრავალი ტკბილი დესერტიც, რომლებიც მდიდარია ცხიმებით და ნახშირწყლების დიდ რაოდენობას შეიცავენ).

არ იჩქაროთ

მიიღეთ საკვები აუჩქარებლად, მშივიდ და სასიამოვნო გარემოში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player