ნივთიერებათა ცვლის გამართული პროცესისათვის ყველა ვიტამინი აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა, მხოლოდ ზოგიერთს ენიჭება.
ვიტამინი A-მონაწილეობს ცილების ცვლაში და ანტისხეულების წარმოქმნის პროცესში. მისი ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, კლებულობს ანტისხეულის და სისხლის იმუნური უჯრედების გამომუშავება. ადამიანი ხშირად ავადმყოფობს და სწრაფად ბერდება.
ვიტამინი E-მონაწილეობს ანტისხეულების ფორმირებაში. მისი ნაკლებობა მოქმედებს როგორც ანტისხეულების გამომუშავებაზე, ისე უჯრედულ იმუნიტეტზე. ვიტამინი E ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას დაავადებების მიმართ. მისი მიღება აუცილებელია ყველა ასაკში.
ვიტამინი B-ენერგეტიკის გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ბიოქიმიური პროცესები: ის სტიმულს აძლევს და ეხმარება იმუნურ სისტემას ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი სტრესის დაძლევაში. ვიტამინი B5- მონაწილეობს ცილების და ცხიმების ცვლაში, არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. ვიტამინი B12- ამაღლებს და აძლიერებს იმუნური თავდაცვის ძალას. მას შეუძლია გაანადგუროს უცხო უჯრედები. ის მონაწილეობს ორგანიზმში ცილის სინთეზისა და ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმში.
ვიტამინი C- ამაღლებს მაკროფაგის აქტივობას ინფექციურ აგენტებთან ბრძოლაში.