სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სტაბილური დიეტით, თქვენ შეინარჩუნებთ არა მარტო წონას, არამედ დაიცავთ ტვინს გონებრივი დისფუნქციისა და ფსიქიკური აშლილობისაგან. კალიფორნიის (აშშ) სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები ტვინის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას უწევენ იმ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ ცხიმოვან მჟავას - ომეგა3-ს. ის აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ათვისების უნარს, ებრძვის დეპრესიას და ისეთ მძიმე ფსიქიკურ დაავადებებსაც კი, როგორებსაც წარმოადგენენ შიზოფრენია და ჭკუასუსტობა.

 



ომეგა3 მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი (განსაკუთრებით ორაგული), ნიგოზი და კივი. ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს, რომ 6-12 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა კვების რაციონი მდიდარია ამ პროდუქტებით, გამოირჩევიან სწრაფი ათვისების უნარით და წარმატებებს ადვილად აღწევენ.


არსებობოს მოსაზრება, რომ ცხიმოვანი მჟავა ომეგა3-ის მიღება უფრო სასარგებლოა ნატურალური პროდუქტით, ვიდრე ვიტამინების კომპლექტით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player