სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბოლო დროს ვაშლის ძმარი, მისი სასარგებლო თვისებების გამო, დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას; რძის, ვაშლის, ასკორბინისა და ძმრის მჟავებს; მდიდარია B და E ჯგუფის ვიტრამინებით. ვაშლის ძმარში არსებული ძმრის მჟავა ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს (ალკოჰოლი, ნარკოტიკები).



ვაშლის ძმარი შეუცვლელია ბეტა-კაროტინისა და A ვიტამინის შემცველობით. ის არის ანტიოქსიდანტი და აძლიერებს იმუნურ სისტემას, იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური დაავადებებისაგან და მატებს მას ენერგიას. კალიუმით მდიდარი ვაშლის ძმარი ორგანიზმში ანეიტრალებს ნატრიუმის რაოდენობას და აქვეითებს არტერიულ წნევას, გამოდევნის ორგანიზმიდან დაგროვილ სითხეს, ხელს უწყობს სისხლში წითელი ბუშტუკების წარმოქმნას. ამიტომ, მისი მიღება სასურველია დაბალი გემოგლობინის დროს.

ვაშლის ძმარი სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას - აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ებრძვის დიაბეტს, კლავს მავნე ბაქტერისებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მასში შემავალი ნივთიერება პექტინი - აქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ქოლესტერინს, წვავს ცხიმებს, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას. ამ თვისებების გამო მას ორგანიზმის გაწმენდის და წონაში დაკლების მიზნით იყენებენ: ერთ ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ/კ. ვაშლის ძმარი მიიღეთ დილით, საუზმემდე, ნახევარი საათით ადრე და ღამე, ძილის წინ. გემოსთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი.

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებები მის გარეგანი გამოყენების დროსაც არ კარგავს თავის ძალას. ფეხებში სიმძიმის მოსახსნელად კარგია ქვედა კიდურების ვაშლის ძმრით დაზელვა. დაღლილობის მოსახსნელად, წყალში გახსნილი ვაშლის ძმრით შეგიძლიათ დაიზილოთ სხეული.

ვაშლის ძმრის მიღება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, გასტრიტის, მომატებული მჟავიანობის დროს. მისი მიღების პერიოდში თუ იგრძენით ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, დისკომფორტი - ვაშლის ძმრის მიღება შეწყვიტეთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player