ქოლესტერინი ბუნებრივი, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ორგანიზმის, თითქმის, ყველა უჯრედშია. ქოლესტერინი, განსაკუთრებით, ბევრია თავის ტვინში, ღვიძლსა და ნერვულ ქსოვილებში. ქოლესტერინის 80%-ს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, ხოლო 20% -ი საკვებიდან მიეწოდება.
არსებობს ,,კარგი” და ,,ცუდი” ქოლესტერინი. ,,კარგი” ქოლესტერინი მონაწილეობს უჯრედების შენებაში, წარმოქმნის ზოგიერთ ჰორმონს და ვიტამინ D-ს. ქოლესტერინი ღვიძლში გამოიმუშავებს ნაღვლის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს წვრილ ნაწლავში ცხიმის გადამუშავებას, იცავს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების კოსტიკოსტეროიდების გამომუშავებას რაც, თავისთავად, აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს იცავს ინფექციებისგან.
,,ცუდი”, ანუ ორგანიზმისთვის ზედმეტი ქოლესტერინი სიცოცხლისთვის საშიშია. ის სისხლძარღვებს ავსებს შლაკებით და აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც იზრდება ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
,,ცუდი’’ ქოლესტერინისგან თავის დასაცავად კვების რაციონში მნიშვნელოვნად უნდა შეამციროთ ნაჯერი ცხიმები, რომელსაც შეიცავს: ხორცი, კარაქი, შაქარი, ძეხვი, სოსისი, პაშტეტი, სწრაფი კვების პროდუქტები, მაიონეზი, ტკბილეული. შეზღუდეთ ყავა. ღორის ხორცი შეცვალეთ თევზით, მიირთვით კანგაცლილი ქათამი და უცხიმო საქონლის ხორცი. ეცადეთ, კერძი იყოს მოხარშული, ან ორთქლზე მომზადებული. გაამდიდრეთ ყოველდღიური რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. მათში არსებული ვიტამინები და მინერელური მარილები ხელს უწყობენ ქოლესტერინის გამოდევნას ორგანიზმიდან. მიირთვით უცხიმო კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ბურღულეული, პარკოსნები - ისინი შეიცავენ ნივთიერება პექტინს, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ქოლესტერინს. ქოლესტერინის მაღალ კონცენტრაციას ებრძვის ჩაი - მასში შემავალი ტანინი აკონტროლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.
გახსოვდეთ, მწეველებში ქოლესტერინის დონე, არამწეველთან შედარებით, 2- ჯერ მეტია.
ასე რომ, შეზრუდეთ თამბაქო, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ქოლესტერინს
ადვილად დაამარცხებთ.