გოგრა შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, რკინასა და შაქარს.
ვიტამინებს: D, E,PP,B B2. ცილას, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინს T-ს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების შეწოვასა და მონელებაში. პექტინით მდიდარი გოგრა ორგანიზმიდან შლაკებს, ტოქსინებსა და ქოლესტერინს გამოდევნის. ის დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში.
გოგრა სასარგებლოა ბავშვებისთვის, ხელს უწყობს მათ ზრდას, ხერხემლის სწორად ჩამოყალიბებას, ამაგრებს ძვლებს, კბილებს. მისი მიღება შესაძლებელია გულსისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების, შეშუპების, ანემიის დროს. გოგრა ითვლება ანტიდეპრესანტად: მასში შემავალი E ვიტამინი ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და სახეს უბრუნებს ჯანსაღ ფერს, ამაღლებს იმუნიტეტს.
გოგრის ნაყოფის გარდა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა მისი თესლიც - ის ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალებაა. გოგრას, ასევე, ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს.
გოგრა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში: კრემებში, ნიღბებში ლოსიონებში.
გოგრის რბილობი, სახლის პირობებში, მკვებავ ნიღბადაც შეიძლება გამოვიყენოთ.
ასე რომ, შეიყვანეთ გოგრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში და იყავით მუდამ ჯანმრთელები და ლამაზები.