სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თუ გსურთ, რომ გაზარდოთ კუნთი, დაიკლოთ წონა ან უბრალოდ გადარჩეთ შიმშილს, უნდა მიიღოთ ცილები. ცილა არის ბაზისი კუნთის განსავითარებლად, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოდიბილდინგში, თუმცა არამარტო ბოდიბილდერისთვის აქვს სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა.

 

ალბათ ფიქრობთ რომ ეს თემა თქვენ არ გეხებათ, რადგან თქვენ უბრალოდ წონის დაკლება გსურთ, უფრო ზუსტად რომ ითქვას ცხიმის მოშორება. მინდა გითხრათ რომ ეს ძალზედ სახიფათოა ცილების მიღების გარეშე, რადგან მისი მიღების შემცირებით თქვენ ასუსტებთ კუნთს, რომელიც თქვენ ორგანიზმში ჭარბ ცხიმს წვავს. რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით უფრო მეტ კალორიებს წვავს ორგანიზმი, მაშინაც კი როცა არ მოძრაობთ.



უნდა იცოდეთ ცილების მიღების რომელი წყაროა ყველაზე კარგი და როდის უნდა მიიღოთ. დღეს ეს ძალიან ადვილია, ნებისმიერ პროდუქტს რომელსაც ყიდულობთ გააჩნია ინფორმაცია შემცველობაძე, საიდანაც ადვილია კალორიულობის გაგება. გარდა ამ ზოგადი ინფორმაციისა საჭიროა ვიცოდეთ პროდუქტის ბუნებრივი ღირებულებაც. ეს ინფორმაცია ჩვენს საიტზე მოიძებნება, რაც მომავალში პერსონალური გეგმის შედგენაშიც დაგეხმარებათ.


ბუნებრივი ღირებულება არის ერთგვარი საზომი იმისა, თუ რა რაოდენობის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შეიცავს საკვები და იზომება 0-100 ერთეულით. ყველაზე კარგი საკვები ამ მხრივ არის რათქმაუნდა ხორცი, თევზი, კვერცხი და რძის პროდუქტები (განსაკუთრებით ყველი და ხაჭო).

 

ქათმის ხორცი - ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და ბოდიბილდერების მიერ ხშირად გამოყენებადი საკვებია. მისი ბიოლოგიური ღირებულებაა 79, იგი სავსეა ცილებით (დაახლოებით 25%). განსაკუთრებით სასარგებლოა ქათმის თეთრი ხორცი, რადგან იგი ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცხიმს. საუკეთესო არჩევანია გულმკერდის არეში მდებარე ხორცი(თეთრი ხორცი). სასურველია 150-300 გრამის მიღება ყოველდღე. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქათმის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს და ამის გამო მისი საკვებად მიღება არ არის სასურველი.



საქონლის ხორცი - მისი ბიოლოგიური ღირებულება 80-ია და იგივე რაოდენობის ცილას შეიცავს რასაც ქათმის ხორცი (იგივე 25%-იანი ცილის შემცველობა). ყოველთვის უნდა ეძებოთ მჭლე ნაჭრები. ასევე მისაღებია მჭლე ნაჭრებისაგან გაკეთებული ფარშიც. სასურველია მინიმუმ 2-3 კვირაში ერთხელ მიღება.



თევზი - ეს საკვები ბევრად უკეთესია ნებისმიერი სახის ხორცზე. მისი ბიოლოგიური ღირებულებაა 82, იგი შეიცავს იგივე რაოდენობით ცილას, მაგრამ თითქმის არ შეიცავს ცხიმს და ორგანიზმს სხვა მრავალი აუცილებელი ვიტამინითა და მინერალით უზრუნველყოფს. სასურველია კვირაში ორჯერ მიღება.



კვერცხი - რიგით მეორე წყარო ცილების მიღებისათვის ხორცეულისა და თევზეულის შემდეგ, მისი ბიოლოგიური ღირებულებაა 88, კვერცხში ცილების შემცველობა შეადგენს 11%-ს, ხოლო გულში კი 16%-ს, თუმცა გული ასევე შიცავს ცხიმს, და არის ქოლესტერინის უხვი წყარო. დამზადების საუკეთესო ხერხია მოხარშვა, სანამ კვერცხის გული არ გამყარდება, ასე თავიდან იცილებთ ზედმეტი ცხიმის გამოყენების საჭიროებას და გულისა და ცილის განცალკევებაც ადვილია.



რძის პროდუქტები - ცილების მიღების კარგი საშუალებაა, ბიოლოგიური ღირებულებაა 80, თუმცა აღსანიშნავია რომ ისინი შეიცავენ სხვადასხავა რაოდენობის ცილებს. მაშინ როცა ყველში ცილების შემცველობა 22%–ია, რძეში ის 5% არ აღემატება. რეკომენდირებულია საღამოს ან ძილის წინ მიღება.



სასურველია ორგანიზმს ცილები მთელი დღის განმავლობაში მიაწოდოთ, რაც გულისხმობს საკვების მთელი დღის განმავლობაში მიღებას, რა თქმა უნდა მცირე ულუფებით. ცილების აუცილებლობის მიუხედავად გახსოვდეთ რომ ორგანიზმის დღიური ენერგიით მომარაგებას ძირითადად უზრუნვეყოფს ნახშირწყლები, ამიტომ მისი გამორიცხვა დღიური რაციონიდან არარეკომენდებულია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player