სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კალორიები




ჩვენთან უკვე დევს სტატია სადაც შევეხეთ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას, აქ კი მოვიყვანთ საინტერესო ფაქტებს კონკრეტულად კალორიის შესახებ.
რა არის კალორია?
გვსმენია ალბათ: „ ჭამე, დღეს ბევრი სამუშაო გვაქვს“, „თუ არ შეჭამ ენერგია საიდან გექნება“. საკვები არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის. როცა უფრო მეტს ვიღებთ ვიდრე ვხარჯავთ, ის გადადის „რეზერვში“ ცხიმის სახით. თითოეული პროდუქტი: ხორცი, კომბოსტო, ღვინო და სხვა, შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის „ენერგიას“. საჭირო ხდება ამ ენერგიის რაოდენობის დათვლა, რისთვისაც შემოღებულია ერთეული, კილოკალორია (1 კილოკალორია - 1000 კალორია). ცალკე ეს სიტყვა არაფრისმთქმელია, ასი კილოკალორია ბევრია თუ ცოტა? გასაგები ენითრომვთქვათ, გაუხარჯავი ასი კილოკალორია გარდაიქმნება 11 გრამ ცხიმად. საშუალოდ აქტიურ ადამიანს დღეში ჭირდება კილოკალორიების შემდეგი რაოდენობა:

 

 


კალორიების საჭირო რაოდენობა დღეში
  მამაკაცები ქალები
0-4 თვე 550 550
4-12 თვე 800 800
1-4 წელი 1300 1300
4-7 წელი 1800 1800
7-10 წელი 2000 2000
10-13 წელი 2250 2150
13-15 წელი 2500 2300
15-19 წელი 3000 2400
19-25 წელი 2600 2200
25-51 წელი 2700 2400
51-65 წელი 1900 1700
მეხმძიმე მე–4 თვეზე   +300 *
მეძუძური დედები   +650*

* ფეხმძიმე და მეძუძრი დედების გასწვრივ +300 და +650 ნიშნავს, რაიმე წლოვანებაზე მოცემულ კალორიების რაოდენობას პლიუს 300 და 650. მაგალითად თუ ქალი ქეხმძიმეა 26 წლის ასაკში საჭირო კალორიების რაოდენობა იქნება 2400+300=2700.
რა განსაზღვრავს პროდუქტში კალორიების რაოდენობას, კალორიულობას? მიღებული საკვებიდან ჩვენი ორგანიზმი ენერგიად გარდაქმნის მხოლოდ ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს და ალკოჰოლს. ამ საკვებ ნივთიერებათაგან თითოეული ყოველი 1 გრამი გვაძლევს კილოკალორიების შემდეგ რაოდენობას:

 

საკვები ნივთიერება
ენერგეტიკული ღირებულება კკ/გ
ცხიმი 9,3
ალკოჰოლი 7,1
ცილები 4,1
ნახშირწყლები 4,1

 

აქედან ჩანს რომ პროდუქტის კალორიულობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ცხიმების რაოდენობა, არამედ ოთხივე ნივთიერება ერთად. აქედან მოდის მნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ადამიანს ასუქებს გაუხარჯავი კალორიების დიდი რაოდენობა და არა ცხიმის ჭარბი შემცველობა (სხვა საკითხია ის შემთხვევა როცა ჯანმრთელობის პრობლემაა).

 


აქ უნდა გავითვალისწინოთ ასე ხშირად გაგონილი, “ნივთიერებათა ცვლა”. რას ნიშნავს „ნივთიერებათა ცვლა“ და როგორაა ეს დაკავშირებული წონის მატებასთან. ადამიანის ორგანიზმი როგორც წესი თანაბარი რაოდენობით ითვისებს კალორიებს მიღებული პროდუქტიდან. განსხვავება იმაშია, რომ ხალხის ერთი ნაწილის ორგანიზმი გარდაქმნის მიღებულ კალორიებს ცხიმად, ნაწილი კი არ ინახავს ენერგიის ნამეტს და წვავს მას სითბოს გამოსაყოფად. ამ მოვლენას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს, დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან.
კალორიის აზრობრივი განმარტება შემდეგია: ერთი კალორია არის ენერგიის ის რაოდენობა, რამდენიც საჭიროა ერთი გრამი წყლის ტემპერატურის ერთი გრადუსით გასაზრდელად.

 


საინტერესოა, რომ ამ პრინციპზე დაყრდნობით საკვების კალორიულობას მეცნიერები ითვლიან შემდეგნაირად: ას გრამ საკვებს წვავენ ერთი ლიტრი წყლით სავსე თბოიზოლირებულ საცავში. წყლის ტემპერატურის გაზრდით მიღებულ ნაზრდს აკლებენ 15%-ს და იგებენ საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას (მინუს თხუთმეტი პროცენტი, რადგან ადამიანის ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს პროდუქტში არსებული კალორიების რაოდენობას) . ანალოგიურად ხდება ცალკეული ადამიანის მიერ გახარჯული კალორიების რაოდენობის დათვლა სხვადასხვა ქმედების დროს. აქაც ადამიანი იმყოფება წყლით გარშემორტყმულ თბოიზოლირებულ ოთახში და იმისდა მიხედვით თუ რამდენად გაიზარდა წყლის ტემპერატურა ერთ საათში, დგინდება კალორიების წვის სიდიდე (იხილეთ კალორიების წვა სხვადასხვა მოქმედებების დროს).

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player