სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები შეადგენს ყოველდღიური საკვები რაციონის 90%-ს და საკვებიდან მიღებული მთლიანი ენერგიის წყაროს. სამივე საკვები ნივთიერება ორგანიზმს ამარაგებს ენერგიით (ენერგია ჩვეულებრივ კალორიებით იზომება), თუმცა თითოეული ნივთიერების ერთი გრამის მიერ მოწოდებული ენერგიის სიდიდე განსხვავდება:

 


* ცილები - 4 კკალ
* ნახშირწყლები - 4 კკალ
* ცხიმები - 9 კკალ.



დღის განმავლობაში ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება კალორიების გარკვეული რაოდენობა.მაშინ, როდესაც კალორიების რაოდენობა დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე, აღნაგობასა და სხვა ფაქტორებზე მიღებული საკვები ნივთიერებების პროპორციული სტრუქტურა მეტნაკლებად ერთნაირია:



* 57% ნახშირწყლები
* 30% ცხიმები
* 13% ცილები
მოდით ახლა დავახასიათოთ თითოეულის თავისებურებები და ფუნქციები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას:

 

ნახშირწყლები:

არსებობს ნახშირწყლების 2 ტიპი: მარტივი და რთული, რაც დამოკიდებულია ნივთიერების აგების სირთულეზე.

მარტივი ნახშირწყლები შედგება სხვადასხვა ფორმის შაქრისგან, მაგალითად როგორიცაა გლუკოზა და საქაროზა (სუფრის შაქარი). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახშირწყლები სწრაფად ათვისებადი ნივთიერებებია და გვევლინება ენერგიის ყველაზე სწრაფ წყაროდ. მათი მიღების შემდეგ ასევე იზრდება სისხლში შაქრის დონე. პროდუქტები – ხილი, რძის პროდუქტები და თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს, რაც გამოიხატება მოტკბო გემოში.

რთული ნახშირწყლები წარმოადგენს მარტივი ნახშირწყლების ჯგუფს. ისინი უფრო დიდი მოლეკულები არიან, ამიტომ სანამ ორგანიზმი შეძლებს მათ ათვისებას, ჯერ უნდა დაშალოს მარტივ ნახშირწყლებად, ამიტომ ისინი ათვისების შედარებით ნაკლები სისწრაფით გამოირჩევიან ვიდრე მარტივი ნახშირწყლები, თუმცა ცხიმთან და ცილასთან შედარებით სწრაფები არიან. ასეთი ნახშირწყლები უხვად გვხვდება მარცვლეულ პროდუქტებში (ხორბალი, პური, სიმინდი) და ბოლქვიან მცენარეებში (კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი)

თუ ადამიანი იღებს იმაზე მეტ ნახშირწყალს ვიდრე სჭირდება, ორგანიზმი იწყებს ზედმეტი ნახშირწყლების დარეზერვებას უჯრედებს შორის და აქცევს ცხიმად.

ცილები:

ცილა შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ნივთიერებებისგან, ამინომჟავებისგან. ცილა რთული შემადგენლობისაა, ამიტომ ორგანიზმი დიდ დროს ანდომებს მის დაშლასა და გადამუშავებას, შედეგად ის უფრო ნელი, მაგრამ გრძელვადიანი ენერგიის წყაროა ვიდრე ნახშირწყლები.

არსებობს ამინომჟავების 20 სახეობა, თუმცა მათგან ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ რამოდენიმეს ითვისებს. პროდუქტებიდან, რომლებიც გაჯერებულია ადამიანის მიერ ათვისებადი ცილებით აღსანიშნავია: რძის პროდუქტები, ხორცი, სოიო, ლობიო. ცილებით მდიდარი საკვები პროდუქტების შესახებ იხილეთ: "ცილებით (პროტეინი) მდიდარი საკვები"

სხეულს სჭირდება ცილები იმისათვის, რომ შეინარჩუნოს, ჩაანაცვლოს ქსოვილები, იფუნქციონიროს და გაიზარდოს. თუ ორგანიზმი მიიღებს მეტ ცილას ვიდრე სჭირდება, ზედმეტ ცილას დაარეზერვებს და გარდაქმნის ცხიმად, როგორც ეს ნახშირწყლების შემთხვევაში იყო.

სხეული შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ცილა წარმოადგენს ერთგვარ საშენ მასალას სხეულისთვის და არის მთავარი კომპონენტი ბევრი უჯრედისთვის. მაგალითად კუნთები, შემაერთებელი ქსოვილები და კანი არის "აშენებული" ცილით.

ცხიმები:

ცხიმიც რთული აგებულებისაა. სხეულს ცხიმი სჭირდება ზრდისათვის და ენერგიისათვის. იგი ასევე გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესისათვის.ცხიმი არის ენერგიის ყველაზე ძნელად ათვისებადი წყარო, მაგრამ ამავედროს ყველაზე ეფექტური მიღებული ენერგიის მხრივ. ცხიმის ყოველი გრამი წარმოქმნის 9 კალორიის ტოლ ენერგიას, რაც ორჯერ მეტია ცილებზე და ნახშირწყლებზე. რადგან ცხიმი არის ასეთი ეფექტური ენერგომატარებელი, ორგანიზმი ზედმეტ ენერგიას არეზერვებს ცხიმად. სხეული ინახავს ამ ცხიმს მუცლის არეში, კან ქვეშ, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს იგი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც სხეული იღბს ზედმეტი ცხიმის გადაჭარბებულ რაოდენობას, ორგანიზმი იწყებს ცხიმის დაგროვებას სისხლძარღვებში და ორგანოებში, რაც მრავალი დაავადების მიზეზი ხდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player