ბენტინგის დიეტა, დოქტორ დემოლის დიეტა, დ. ჰაუზერის დიეტა, პეტრე დიმკოვის დიეტა...
ბენტინგის დიეტა
დიეტა, ცნობილი ექიმის, ბენტინგის სახელს ატარებს. ის შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს (ზომიერი რაოდენობებით). ამ დიეტით სარგებლობა შეიძლება შედარებით დიდ ხანს: მაგალითად, რამდენიმე კვირა.
საუზმე: უშაქრო ყავა რძით.
სადილი: 250 გრამი მოხარშული ან უცხიმოთ შემწვარი ხორცი, ლიმონი, 40 გრამი ჭვავის პური, ვაშლი, ჩაი ან ყავა უშაქროთ.
ვახშამი: 200 გრამი წიწილა შემწვარი ცხიმის გარეშე, 40 გრამი ჭვავის პური, ვაშლი.
დოქტორ დემოლის დიეტა
ამ დიეტის ავტორი , დოქტორ დემოლი, ცნობილი შვეიცარიელი დიეტოლოგია. ამ დიეტის ჩატარება მოსახერხებელია ზაფხულში ან შემოდგომაზე, როდესაც ბევრია ბოსტნეული და ხილი. ამ დიატიაზე ყოფნა შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რადგანაც ის შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ელემენტსა და ვიტამინს.
პროდუქტების რაოდენობა ერთი დღის გათვლით:
- 200-300 გრამი მოხარშული, ან ცხიმის გარეშე შემწვარი ხორცი ან თევზი;
- 1 კვერცხი;
- 2 ჭიქა ცხიმგამოცლილი რძე;
- 50 გრამი შაქარი ( 7 კოვზი);
- 50 გრამი უცხიმო ხაჭო;
- 100-150 გრამი პური;
- 100 გრამი კარტოფილი ან ცომეული;
- 50 გრამი კარაქი;
- ხილი და ბოსტნეული - ნებისმიერი რაოდენობით.
დ. ჰაუზერის დიეტა
დიეტას ახასიათებს დაბალი კალორიულობა (1000 კალ. ნაკლები), მაგრამ ცილებისა და ვიტამინების საკმარისი რაოდენობა. ამიტომ, როგორც განტვირთვის დღე, კვირაში 1-2 ჯერ ტარდება.
1 საუზმე: ნახევარი ჭიქა უშაქრო ხილის წვენი, 1 კვერცხი და ყველის პატარა ნაჭერი, მოხარშული ხორცის პატარა ნაჭერი, 50 გრამი პური, უშაქრო ჩაი ან ყავა.
2 საუზმე: ბოსტნეულის სალათა, დამდნარი ყველი ან ერთი კვერცხი, პატარა პურის ნაჭერი, არატკბილი ხილი - შეუზღუდავად. ერთი ჭიქა ჩაი ან მაწონი.
სადილი: ხილის ან ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით. ხორცის (თევზის) კერძი გარნირის გარეშე. სხადასხვა ხილი (ოღონდ ტკბილი არა). დასაშვებია ვეგეტერიანული სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძის, ან ნებისმიერი სხვა რძის ნაწარმის (მაწონი, კეფირი) პატარა ყლუპებით მირთმევა.
პეტრე დიმკოვის დიეტა
ბულგარელმა მკურნალმა პეტრე დიმკოვმა შეიმუშავა წონის შემცირების საკუთარი სისტემა.
გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და ნებისმირი ხილი. აუცილებელია ამ კერძის მირთმევა 3 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ. მეოთხე დღეს რაცონში შეიტანეთ შემწვარი კარტოფილი, პური, ვაშლი. მეხუთე დღეს ვუბრუნდებით ჩვეულებრივ კვებას.