ქოლეცისტიტს სიმინდის ზეთით და გრეიპფრუტით ებრძოლეთ
სიმინდის ზეთი საუკეთესო საკვები პროდუქტია. ის შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს. მასში აღმოჩენილია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას და ასუფთავებს სისხლძარღვებს. სიმინდის ზეთის წყალობით სისხლძარღვები მოქნილი და ელასტიკური ხდება. ასე რომ, რეგულარულად მისი მოხმარების შემთხვევაში: თავიდან აიცილებთ სისხლძარღვთა დაავადებებს. სიმინდის ზეთი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო საშუალება. ის შველის ნაღვლის ბუშტისა და ნაღველსადენი გზების დაავადებებს; თირკმელებიდან გამოდევნის კენჭებს; შველის ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ასთმას, ჭინჭრის ციებას, შაკიკსა და კანის დაავადებებს. ქოლეცისტიტის სამკურნალოდ აურიეთ ერთმანეთს მეოთხედი ჭიქა სიმინდის ზეთი და მეოთხედი ჭიქა გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი. საღამოს, ჭამიდან 3 საათის შემდეგ დალიეთ და დაწექით მარჯვენა მხარეს. მკურნალობის კურსი 5 დღეა.