სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მიოკარდიუმის ინფარქტი გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი მწვავე ფორმაა. ამ დროს გულის მკვებავი სისხლძარღვები აღარ ატარებს სისხლს, რასაც მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის გარკვეული უბნის იშემია და ნევროზი, ანუ კვდომა მოჰყვება.

 

როცა სისხლძარღვის სანათური 70 პროცენტით ვიწროვდება, იწყება სტენოკარდიული შეტევა, ხოლო, თუ არტერია სრულიად დაიხშო, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. არტერია იხშობა ათეროსკლეროზული ფოლაქით, თრომბით ან იწყება არტერიის სპაზმით. იქმნება ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნილებისა და მიწოდებას შორის დისბალანსი. მიოკარდიუმის ინფარქტის ძირითადი ნიშანი ძლიერი, მოჭერითი ხასიათის ტკივილია მკერდის ძვლის უკან, რომელიც შეიძლება გადაეცეს ბეჭებს, კისერს და ქვედა ყბას. სტენოკარდიისგან განსხვავებით, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ხანგრძლივი და ძლიერია. ამ დროს ადამიანს აწუხებს თავბრუსხვევა, სულის ხუთვა, გულისრევის შეგრძნება. ავადმყოფი კარგავს ფერს, სხეული ცივდება, იწყება ოფლის გამოყოფა. შესაძლოა, ინფარქტმა სხვა ფორმითაც გამოავლინოს თავი. მაგალითად, ის შეიძლება კუჭის ტკივილის ან კარდიული ასთმის შეტევით დაიწყოს და გამოვლინდეს. გულის შეტევის დროს ავადმყოფს ენის ქვეშ ჩაუდეთ ნიტროგლიცერინი და დააღეჭვინეთ ასპირინი. ნუ ეცდებით, დაუქვეითოთ მკვეთრად არტერიული წნევა. მიაღებინეთ ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა და ამის შემდეგ სწრაფად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ინფარქტი ძირითადად ღამის საათებში ვითარდება. თუმცა, თუ დღისით დიდი ფიზიკური დატვირთვა მოხდა ან ძლიერი ფსიქოემოციური სტრესი განიცადა ადამიანმა, შესაძლოა დღისითაც დაემართოს. მიოკარდიუმის დროს აუცილებელია საგულე საშუალებები. ასევე, აუცილებელია ქოლესტერინის დონის კონტროლი. სასურველია ანტიათეროგენული დიეტა, რომელიც ძირითადად, ცხოველების ცხიმების შეზღუდვას ან აკრძალვას გულისხმობს. იმისთვის, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური დაავადება აიცილოთ თავიდან, აუცილებელია დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი. ერიდეთ სიგარეტს, აკონტროლეთ წონა, მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player