სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჭარბი ვიტამინები ჯანმრთელობისთვის საშიშია



ვიტამინების ჭარბად მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში და საზიანოა. ასეთ დროს ვითარდება ჰიპერვიტამინოზი.



ყველაზე მეტად ადამიანის ორგანიზმში ჭარბობს A და D ვიტამინები.
A ვიტამინი ანუ რეტინოლი სასარგებლოა კანისა და მხედველობისთვის, მაგრამ მისი ზედმეტად მიღება წარმოშობს ჰიპერვიტამინოზ A-ს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: კანის სიმშრალე, ქავილი, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება.

 

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ A ვიტამინს არ შეუძლია ჰიპერვიტამინოზის გამოწვევა.

 

ზედმეტი დოზა შეიძლება ბეტა-კაროტინისგანაც მივიღოთ. ის არის სტაფილოში, გარგარში, ატამში, ასევე, სხვა ნარინჯისფერ და წითელ ბოსტნეულსა თუ ხილში.

 

ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია D ვიტამინი. ის ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, კალციუმის გადანაწილებას ძვლოვან ქსოვილში. მაგრამ მისი არასწორი მიღება იწვევს ჰიპერვიტამინოზს. მისი სიმპტომებია: სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მატება, ღებინება, არტერიული წნევის აწევა.

 

ასევე, არ შეიძლება, B ჯგუფის ვიტამინების, PP ვიტამინებისა და წყალში ხსნადი C ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება. C ვიტამინი ეკრძალებათ კუჭის წყლულისა და ლორწოვანას ეროზიის, ასევე გასტრიტისდროს.

 

გახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი მოიხმარს მხოლოდ იმ რაოდენობის ვიტამინებს, რომელიც მას იმ მომენტში სჭირდება, ხოლო ზედმეტი მაშინვე გამოიდევნება ორგანიზმიდან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player