სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოს, რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. ხშირად, როცა ვცდილობთ, ვიკვებოთ მაქსიმალურად ჯანსაღად, ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ სათანადოდ სწორი ინფორმაცია არ გვაქვს. არსებობს მითები ამა თუ იმ საკვების შესახებ, რომელიც არ არის სწორი. გთავაზობთ რამდენიმე მითს:

 

 

1) საღამოს კვება ასუქებს;

ეს სინამდვილეს არ შეეფერება. წონაში მომატებაზე მოქმედებს არა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში ვიკვებებით, არამედ ის, თუ რას მივირთმევთ და რა რაოდენობით.

 

2) ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია;

დიდი რაოდენობით ახალი ხილის და ბოსტნეულის მიღებით კუჭს ძალიან ვტვირთავთ. შედეგად, ხდება მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. რა თქმა უნდა, ბოსტნეულის დიდი ნაწილი ცოცხალი სახით უნდა მივირთვათ, ნაწილი კი – მოთუშული. მოთუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმის მიერ უკეთ შეითვისება.

 

3) ცხიმი ცხიმად გარდაიქმნება;

ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია. ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს. ერთ გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა. რა თქმა უნდა, ეს იმასარ ნიშნავს, რომ ის საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო ნამდვილად არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ცხიმი, რომელსაც შეიცავს ზღვისა და მცენარის თევზი, საჭირო და მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.

 

4) ახალი პური მავნებელია;

ეს არ შეეფერება სინამდვილეს. ერთადერთი, რაც მისი უარყოფითია, არის ის, რომ ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამის შემთხვევაში, ხდება გაზების დაგროვება ნაწლავებში. ასევე, მატულობს სხეულის მასა. ამიტომ, უმჯობესია, ის მცირე ოდენობით მიირთვათ.

 

5) კარტოფილი ადამიანს ასუქებს;

ეს არ არის მართალი. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი კი 368 კილოკალორიას. ამიტომ ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული კარტოფილი.

 

6) გაყინული ბოსტნეული არ არისსასარგებლო;

ეს აბსოლუტურად არ შეეფერება სიმართლეს. კარგად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. თანაც გაყინული პროდუქტი ვიტამინებს ინარჩუნებს. ერთი სიტყვით, გაყინული ბოსტნეული არა მარტო პრაქტიკული, არამედ სასარგებლოც არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

7) საკვებზე უარის თქმით წონაში დაიკლებთ.

ეს არ არის სწორი. თუ ორგანიზმს საკვები მოაკელით, ის ეკონომიურ რეჟიმზე გადავა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ერთი კილოგრამი ცხიმი დაწვას, საშუალოდ ათი ათასი კალორიის ეკონომია უნდა მოახერხოს. ამიტომ, გირჩევთ, შიმშილის ნაცვლად, გადახედოთ საკვებ რაციონს და შესაბამისად დააბალანსოთ ის. ასე რომ, მითებს კალორიული საკვების შესახებ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ისე გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი, რომ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა – ზიანის მომტანი.

 

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player