სექსუალურ აქტივობას ნუში, ავოკადო, ბანანი, ქოქოსი, და ფინიკი აძლიერებს
ნუში
მდიდარია ცილებით, E ვიტამინით და კალცით. ის კარგი საკვებია ტვინისთვის. ნუში, ასევე, აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას.
ავოკადო
მდიდარია ცხიმებით, ვიტამინებით, კალციუმით. ის კარგი წამალია სქესობრივი დაუძლურების დროს. კარგად მოქმედებს მამაკაცის სათესლე ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.
ბანანი
სავსეა კალიუმით და ბუნებრივი საქაროზით. მისი მიღება სასურველია უგუნებობის დროს. ძილის წინ მისი ჭამა კი კარგ „სექსუალურ მადას“ აღძრავს.
ქოქოსი
მამაკაცის სხეულში სპერმის რაოდენობას ზრდის და ასუფთავებს შარდის ბუშტს. ის, ასევე, ებრძვის ქრონიკულ დაავადებებს. ქოქოსის წვენი არეული თაფლთან ერთად აქრობს სიცხის შეგრძნებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. თუ ამ სასმელს საუზმეს დააყოლებთ, სექსუალური პრობლემები მოგეხსნებათ.
ფინიკი
ეს უგემრიელესი ტკბილი ხილი ასუფთავებს სისხლს და ააქტიურებს სექსუალურ ლტოლვას. განსაკუთრებით კარგია, თუ ერთმანეთში აურევთ ფინიკს, ქოქოსს და ნუშს. ამ შემთხვევაში შედეგი გარანტირებული იქნება.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ