სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

 

ყურადღება!

• იკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მიღება - ალკოჰოლი ხელს უშლის ცხიმების დაშლის პროცესს.
• დიეტის დამთავრებიდან ალკოჰოლური სასმელის მიღებამდე, მინიმუმ, 24 საათი უნდა გავიდეს.
• დიეტის საფუძველს წარმოადგენს ცხიმების დამშლელი ,,წვნიანი”.
• წვნიანის მიღება აუცილებელია ყოველ დღე - ისეთი სიხშირით და იმ რაოდენობით, როგორც მოისურვებთ.
• რაც უფრო დიდი რაოდენობის წვნიანს მიირთმევთ, მით უფრო დაიკლებთ წონაში.
• თუ დიეტას ზუსტად დაიცავთ, ერთ კვირაში დაიკლებთ 4,5-დან 8 კილოგრამამდე.
• მნიშვნელოვანია ყველა მითითების ზუსტად შესრულება. თუ ერთი კვირის განმავლობაში დაიკლებთ 7 ან მეტ კილოგრამს, აუცილებელია 2-3 დღიანი შესვენება.

წვნიანის რეცეპტი

6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პამიდორი (შეიძლება კონსერვირებულიც), 1 თავი საშუალო ზომის კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, 1 კონა ნიახური, ბოსტნეულის ბულიონის 2 კუბიკი.

 

საშუალო ზომაზე დაჭრილ ბოსტნეულს დაასხით წყალი. ჩაყარეთ მარილი გემოვნებით და ადუღეთ 10 წუთი მაღალ ცეცხლზე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ბოსტნეული კარგად არ მოიხარშება.

 

კერძის მირთმევა შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აუცილებლად გაამდიდრეთ დღის რაციონი სხვა კომპონენტებითაც.

 

პირველი დღე

წვნიანი და ხილი (ბანანის გარდა).
შეიძლება ყავა ან ჩაი (რძის გარეშე).
წყალი - დიდი რაოდენობით.

მეორე დღე

წვნიანი და ბოსტნეული ნებისმიერი სახით.
ამ დღეს ხილს ნუ მიირთმევთ.
დალიეთ წყალი.

 

მესამე დღე

წვნიანი, ხილი და ბოსტნეული.
თუ თქვენ ყველა მითითება შეასრულეთ, ამ დროისთვის წონაში დაკლებული გექნებათ 2,5 – 3 კგ.

 

მეოთხე დღე

წვნიანი, ბოსტნეული, ხილი (3 ბანანი) და რძე.
მიიღეთ იმდენი წყალი, რამდენსაც ისურვებთ.

 

მეხუთე დღე

წვნიანი, საქონლის ხორცი (300-800 გრ.) ან პამიდორი (შეიძლება კონსერვირებულიც).

 

.

მეექვსე დღე

წვნიანი, საქონლის ხორცი და ბოსტნეული (განსაკუთრებით ფოთლოვანი).
საქონლის ხორცი და ბოსტნეული - რამდენიც გნებავთ.
წყალი - დიდი რაოდენობით.

 

მეშვიდე დღე

წვნიანი, ყავისფერი ბრინჯი (შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანში, ან მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად), ხილის წვენი და ბოსტნეული.
ნატურალური ხილის წვენი (შაქრის გარეშე).
დალიეთ წყალი.

 

თუ თქვენ ზუსტად შეასრულეთ ყველა მითითება, მეშვიდე დღის ბოლოსთვის, წონაში დაკლებული გექნებათ 4,5-დან 8 კილოგრამამდე.

 

კატეგორიულად იკრძალება: პური, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები.

 

კერძი მზადდება ცხიმის გარეშე.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player