ქაცვის ნაყოფი ვიტამინებითაა გაჯერებული, კერძოდ, ის შეიცავს A, B1, B2, B6, C და E ვიტამინებს. ასევე, მდიდარია ცხიმოვანი თუ ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით და ასე შემდეგ. ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება.
სწორედ ამ თვისებების გამო ის გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დასხივებით გამოწვეული დაავადებების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ. ქაცვის ნაყოფს მიირთმევენ უმად, ხარშავენ მურაბას, კისელს ან აყენებენ მის ღვინოს. ქაცვისგან ასევე ამზადებენ ზეთს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათა შესანიშნავი წამალია, მას არც უკუჩვენება აქვს და არც გვერდითი ეფექტები ახასიათებს.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ