სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თხილეული რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა თხილეულს. თანამედროვე ცხოვრების დაძაბული რიტმი გვაიძულებს, შიმშილის გრძნობა მაქსიმალურად დავთრგუნოთ. ამ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტაში თხილეული დაგვეხმარება, რომლის კალორიულობა ცხოველური წარმოშობის ბევრ პროდუქტს არ ჩამორჩება.

 

თუ დილას ას გრამ თხილს ან ნიგოზს შეჭამთ, საღამომდე ფიზიკურ და გონებრივ დაღლას აღარ იგრძნობთ.

 

ასი გრამი თხილი შეიცავს 62,5 გრამ ცხიმს, 12,6 გრამ ცილას, 13,8 გრამ ნახშირწყლებს, 2,5 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 3,2 გრამ ვიტამინებს. მასში 679 კილოკალორიაა. თხილში ბევრი მკვებავი ნივთიერებაა. დღეში ასი გრამი თხილი ცილებზე ადამიანის მოთხოვნას მთლიანად აკმაყოფილებს. გარდა ამისა, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წიდებისგან ორგანიზმის გასაწმენდად აუცილებელია.

 

თხილი გამოიყენება ქრონიკული დაღლის, დიაბეტის, ჰიპერტონიისა და სიმსუქნის დროს, როგორც დამხმარე საშუალება. ასი გრამი ნიგოზი შეიცავს 64,0 გრამ ცხიმს, 14,7 გრამ ცილას, 13,8 გრამ ნახშირწყლებს, 1,9 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 2,8 გრამ ვიტამინებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება კი 698 კილოკალორიაა.

 

ნიგოზი თავისი კალორიულობით ცხოველური წარმოშობის ბევრ პროდუქტს არ ჩამოუვარდება, მაგალითად, ძროხის ხორცს. როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება სისხლნაკლებობის, დერმატიტის, ნერვული აშლილობის, მომეტებული ქოლესტერინისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

 

ასი გრამი ნუში შეიცავს 54,2 გრამ ცხიმს, 18,7 გრამ ცილებს, 16,8 გრამ ნახშირწყლებს, 3,0 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 6,2 გრამ ვიტამინებს. ენერგეტიკული ღირებულება კი 640 კილოკალორიაა. ნუში, როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი შემცველობის, ჰიპერტონიის, ონკოლოგიური დაავადებების, სიმსუქნის, კუჭის წყლულებისა და თვალის დაავადებების დროს.

 

ასი გრამი მიწის თხილი ანუ არაქისი, შეიცავს 48,8 გრამ ცხიმს, 26,0 გრამ ცილებს, 8,6 გრამ ნახშირწყლებს, 12,8 გრამ მინერალურ ნივთიერებებს, 0,48 გრამ ვიტამინებს. ენერგეტიკული ღირებულება კი 571 კილოკალორიაა. არაქისის მცირე რაოდენობა მაძღრობის შეგრძნებას დიდი ხნით გვინარჩუნებს.

 

როგორც დამხმარე საშუალება, გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის,

უძილობისა და ძლიერი დაღლის დროს.

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player