სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თაფლი და ლიმონი უზმოზე თაფლიანი და ლიმონიანი წყალი დალიეთ. სამწუხაროდ, ბევრი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვას მაშინ იწყებს, როცა სერიოზულად ავადდება. არადა, სულაც არ არის ძნელი ამა თუ იმ დაავადების თავიდან აცილება.

 

 

ფიტნესი, სწორი კვება და ვიტამინები, ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია. ჯანსაღი ცხოვრების წესი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი თავისუფალი წუთი ტრენაჟორებთან გაატაროთ. უფრო მეტიც, ზედმეტი დატვირთვა ორგანიზმისთვის ისევე მავნეა, როგორც ფიზიკური დატვირთვის სრული უგულებელყოფა. ყოველდღიური თხუთმეტწუთიანი ვარჯიშიც კი ეფექტური და სასარგებლოა. მის შედეგს რამდენიმე კვირაში იგრძნობთ.

 

ვარჯიში არ არის რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, ავადმყოფობთ ან ძალიან დაღლილი ხართ. ასევე, ჭამის შემდეგ საჭმლის მიღებიდან არანაკლებ ორი საათი უნდა გავიდეს. არ შეიძლება ვარჯიში ცარიელ კუჭზეც. ამ დროს ორგანიზმი ელემენტარული დატვირთვის შესრულებასაც კი ვერ შეძლებს. ვარჯიშის დროს შეგიძლიათ ერთი ჭიქა იოგურტი მიირთვათ.

 

თქვენი მენიუ დაბალანსებული უნდა იყოს. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი ყოველდღიური საკვები, მით მეტი ვიტამინი და სასარგებლო მიკროელემენტი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. თუ სწორად კვება გადაწყვიტეთ, მოერიდეთ მარილიან და შემწვარ კერძებს.

 

ცხიმი ზომიერად მიაწოდეთ ორგანიზმს, რადგან მისი გამორიცხვა კანისა და სახსრების ნაადრევ დაბერებას იწვევს. ორგანიზმს დამატებითი ვიტამინები აუცილებლად ესაჭიროება, ამიტომ ყველასთვის სასარგებლოა თევზის ქონი და სხვადასხვა სახის ვიტამინის მიღება. ჟენშენის ნაყენი კი ძალას მოგმატებთ და ტონუსს აგიმაღლებთ. თუ გადაწყვიტეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, გირჩევთ, დილით ყავის დალევაზე უარი თქვათ. სჯობს, უზმოზე ერთი ჩაის ჭიქა თაფლიანი წყალი დალიოთ, რომელშიც ლიმონის რამდენიმე წვეთს დაამატებთ. ეს უკანასკნელი ორგანიზმს წიდებისგან წმენდს და ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს.

 

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player