ზეთისხილი იზრდება მზეზე, სუნთქავს ზღვით, იღებს მიწისქვეშა წყლების ენერგიას და ყოველივე ეს მასში ახდენს ბუნებირივი სამკურნალო თვისებების აკუმულირებას. მისგან მიღებული ზეთი მარგებელია ორგანიზმისთვის. ამ პროდუქტში ყველაზე ძვირფასია ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავეები. ეს უნიკალური ნივთიერება ენერგიის წყაროა.
იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს А, D, Е, К ვიტამინების ათვისებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.
EXTRA VIRGIN
ასეთი წარწერა ეძებეთ ეტიკეტზე ზეთის შეძენისას. ეს ნიშნავს - ზეთი მიღებულია ზეთისხილის მარცვლების ერთჯერადი ცივი დაპრესვით. გაითვალისწინეთ, რომ ზეთისხილი საკმაოდ ფაქიზი პროდუქტია. ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავა ადვილად იჟანგება და კარგავს სასარგებლო თვისებებს.
რჩევა: პროდუქტის შეძენისას, აუცილებლად, მიაქციეთ ყურადღება გამოშვების თარიღს. ზეითუნის ზეთი მეტალის ქილებში ინახება 3-4 წელი, ხოლო ბოთლებში -ერთი წელი. შეინახეთ შენაძენი ბნელ ადგილას +10-15� ტემპერატურაზე. ზეთი ხარისხს კარგავს შუქსა და სითბოში.
.
კიბო იხევს...
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზეითუნის ზეთი იცავს ნაწლავებს ონკოლოგიური დაავადებებისაგან. ქვეყნებში, სადაც ამ პროდუქტს ტრადიციულად უფრო ინტენსიურად იყენებენ, ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი გაცილებით ნაკლებია.
ბალზამი გულზე
ნავარას უნვერსიტეტის კარდეოლოგები თვლიან, რომ ზეითუნის ზეთის მოხმარება 74%-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის წარმოქმნის რისკს.
აღორძინების პედიოდი
ზეითუნის ზეთი აუცილებელია ყველასთვის. მას არ გააჩნია უკუჩვენებები. ვინაიდან, ზეითუნის ზეთი მაღალკალორიული პროდუქტია, ჭარბი წონის შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე (დღეში 1-2 სუფრის კოვზი).
კუჭში გახსნის ეფექტის გამო, ზეითუნის ზეთის მიღებისაგან თავის შეკავებაა საჭირო მოწამვლის, ნაწლავური ინფექციისა და ფაღარათის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში -ზეითუნის ზეთი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.
ზეითუნის ზეთის სამკურნალო თვისები
ზეითუნის ზეთი უნიკალური პროდუქტია, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.