სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყურძენი - გემრიელი და მაღალკალორიული ხილი. რაშია ვაზის განსაკუთრებულობა და რატომ მოყავს იგი კაცობრიობას მრავალი ათასი წლის მანძილზე? ყურძენი, სხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე უხვად აჯილდოვებს მიწათმოქმედს. მაგრამ მთავარია ის, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობის და სიძლიერის უდიდესი წყაროა. სხვადასხვა ჯიშების და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი გლუკოზას და ფრუქტოზას.

 

მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები. გლიუკოზა ეს არის იდეალური ენერგეტიკული ნივთიერება. ყურძნის მიღების შემდეგ იგი სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონის და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება, სუსტდება გულის ცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება. ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიის და კობალტის სახით.

 

- უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ურჩევდნენ ჭამის შორის ინტერვალებში ყურძნის მიღებას, მაგრამ არა უადრეს 2-3 საათისა ჭამის შემდეგ.
- ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.
- ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, იგი შეიცავს სამ ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).
- ყურძნის გამხმარ ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გ დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.
- წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
- ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
- გაციების და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ, როგორც ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებას: 100 გრ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 გ 3-4 ჯერ დღეში.
- ყურძენი ასევე სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქიალური ასთმის და პლევრიტების დროს, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ დასაწყის სტადიაში.
- მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი, გლიუკოზის მაღალი შემცველობის გამო მას მაღალი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.
- ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
- ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდებიან და ხელს უწყობენ დაჩირქებული ჭრილობების და წყლულების შეხორცებას; ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობაზე და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანახილი ფოთლები.
- ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი წინააღმდეგობას უწევენ პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს (მჰვ-1 და მჰვ-2) და რეოვირუსს.
- ვინაიდან ღვინოს და ყურძნის წვენს ყველა არ მიირთმევს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 გრ წყალს დაუმატეთ 250 გრ. ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გრ. ყოველდღე.

 

ყურადღება!

- ვიდრე დაიწყებდეთ ყურძნით მკურნალობას ეწვიეთ ექიმს.
- ყურძნით მკურნალობა ან მისი გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტის და გაცხიმოვნების დროს. ყურძენი ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი გლიუკოზის დიდი შემცველობის დროს.
- არ შეიძლება ყურძნის მიღება
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულუს გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
- კოლიტის დროს, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
- ქრონიკული ფარინგიტის და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს.
- გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა.
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს კალიუმის ცვლის მოშლის დროს.
ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულიად უნდა განკურნოთ. კბილების დაცვის მიზნით ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ, პირის ღრუ კარგად გამოივლეთ სასმელი წყლით.
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player