სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვირჩევთ ვიტამინების კომპლექსს. შემოდგომით, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება ვიტამინები, რომლებიც აძლიერებენ იმუნიტეტს. ასეთია, ყველასათვის ცნობილი C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა), ასევე A ვიტამინი (რეტინოლი), E (ტოკოფეროლი) და B6 (პიროდოქსინი). ყველა ზემოაღნიშნული ვიტამინი აძლიერებენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ და შესაბამისად იგი ადვილად უმკლავდება გაციებას და გრიპს. 

 

იმუნიტეტს ასევე აძლიერებენ შემდეგი მიკროელემენტები: თუთია, სელენი, სპილენძი.
ეს ვიტამინები და მიკროელემენტები ყველას ესაჭიროება განურჩევლად ასაკისა.

 

აფთიაქები ეფექტური ვიტამინების კომპლექსის ფართო არჩევანს გვთავაზობენ. როგორც წესი მათი მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ. უფროსებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ „ვიტრუმი“, „სელმევიტი“, „ალვიტილი“. აბტიობიოტიკების მიღების შემდეგ ძალების აღსადგებად რეკომენდებულია „სუპრადინი“, „ბეროკა“.

 

ფეხმძიმე ქალებისთვის შექმნილია სპეციალური ვიტამინების კომპლექსი („პრეგნავიტი“, „ელევიტ პრენატალი“), მაგრამ აღნიშნული საშუალებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციების შემდეგ.

 

შემოდგომის ბოსტნეული: იმუნიტეტის გაძლიერება შემოდგომის ბოსტნეული გულუხვი და ხელგაშლილია ჩვენთვის საჭირო იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინებით.

 

C ვიტამინი

შეგვიძლია მივიღოთ როგორც ახალი ასევე დამწნილებული კომბოსტოსგან, ტკბილი წიწაკისგან (ბოსტნეულს შორის მას პირველი ადგილი უკავია C ვიტამინის შემცველობით). C ვიტამინი იშლება მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ასევე ლითონთან კონტაქტის დროს (ალუმინის ჭურჭელი). C ვიტამინის 24 საათიანი ნორმის მისაღებად, საკმარისია 1 ახალი (ცოცხალი) ტკბილი წიწაკა ან 200 გრ ახალი კომბოსტოს სალათა. და თან, შესაძლებელია ახალ გამოწურული კომბოსტოს წვენის მომზადება: იგი არა მარტო მოგიხსნით ვიტამინის მოთხოვნილებას, არამედ დაგეხმარებათ გაციების პირველი სიმპტომების დროს (ყელის ტკივილი).

 

A ვიტამინის

მარაგის შესავსებად აუცილებელია სტაფილო. დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღებას ახასიათებს საერთო ძალების აღმდგენი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, გაუტკივარების, ჭრილობის შეხორცების ხელშემწყობი და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები, ასევე სახის კანის ფერის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. გარდა ამისა, სასარგებლოა არა მხოლოდ მისი ნაყოფი, არამედ მისი ღერო და ფოთლებიც. შეგიძლიათ მოხარშოთ მისი მწვანე ნაწილი, გაატაროთ საკეპში ხახვთან ერთად და მიღებული ვიტამინ მიქსი გარნირად დაურთოთ ბრინჯს, სპაგეტის, ხორცის კერძებს.

 

E ვიტამინი

ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. A ვიტამინისგან განსხვავებით, E ვიტამინი ძნელად გროვდება ორგანიზმში და ამიტომ ძნელია მისი მარაგების შექმნა. აუცილებელია ვიზრუნოთ იმაზე, რომ E ვიტამინს მუდმივად იღებდეს ორგანიზმი. E ვიტამინი დიდი რაოდენობით შედის მცენარეულ ცხიმში (მზესუმზირის, სელის, სიმინდის, ზეთისხილის, ნუშის). მცენარეული ზეთის საჭმელში გამოყენების გარდა აუცილებელია დღეში 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთის მიღება.

 

B6 ვიტამინი

იმუნიტეტის ვიტამინი, მის გარეშე შეუძლებელია სისხლის დამცავი სხეულების ფორმირება (ლიმფოციტები).B6 ვიტამინი უამრავ ბოსტნეულის შემცველობაშია: კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, პარკოსნებში, ლობიოში, ბარდაში. ბოსტნეულის წვენებისგან ეგზოტიკური ვიტამინ–კომპლექსების მიღება შეგიძლიათ: აიღეთ 2 სტაფილო, 1 ჭარხალი, კომბოსტოს რამოდენიმე ფოთოლი და მოამზადეთ ბოსტნეულის წვენი. არომატული შტრიხისთვის დაუმატეთ ლიმონი–ფორთოხლის წვენი და თვით ნიახურის წვენიც კი.

 

მიკროელემენტების შესასვებად იდეალურია გოგრა, ყაბაყი და სხვა მცენარეები გოგრისებრთა ოჯახიდან - კალიუმის და სპილენძის ყველაზე უხვი მცენარეული საბადო. იმუნიტეტის გაძლიერების გარდა აუცილებელია ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინების მიღებაა შეუძლებელი ზამთრობით. საუბარია D ვიტამინზე, რომელიც ორგანიზმში სინთეზირდება მხოლოდ მზის სხივების ზემოქმედების საშუალებით. D ვიტამინი აუცილებელია ბავშვებისთვის რაქიტის, ხოლო მოზრდილებში კალციუმის რაოდენობის შემცირების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს უწყობს ხელს. D ვიტამინის ნაკლებობა საერთო განწყობაზეც ჰპოვებს ანარეკლს: სახეზეა გაღიზიანება, ნერვოზული ფონი, დეპრესია. საბედნიეროდ D ვიტამინი კარგად გროვდება ორგანიზმში. ამიტომ სანამ შესაძლებლობა გაქვთ მიიღეთ მზის აბაზანები დღეში 15-20 წუთით. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისთვის (10-12 წლამდე), ასევე ქალებისთვის 35-40 წლამდე.

 

D ვიტამინი

შედის შემდეგი პროდუქტების შემცველობაში: რძის პროდუქტებში, ბურღულეულში, პურ–პროდუქტებში, კვერცხი, საქონლის ღვიძლი, სოკო. თევზეული, როგორიცაა: ქაშაყი, ლოქო, ორაგული, სკუმბრია, სარდინი, თინუსი, გველთევზა; რეკომენდებულია თევზის კვირაში 2-3 ჯერ მიღება.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player