სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მკვლევარების დასკვნით, იმისათვის რომ ქალებმა დიდი ხნით შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, საჭიროა განსაკუთრებული ხილი. სწორედ ეს განსაკუთრებული ხილი აღმოჩნდა ციტრუსები, რომელიც იდეალურია ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

 


აღმოჩნდა, რომ ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი – მინერალური ნივთიერებებით, ლიონმჟავით. პექტინითა და ფიტონციდებით – ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით. თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, მხნეობითა და ძალით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის ნორმაში გექნებათ. ალბათ იცით, რომ ორგანიზმი D ვიტამინს მხოლოდ მზის სხივების წყალობით იღებს.
ზამთრის სუსხიან დღეებში ლიმნიანი ჩაი არაჩვეულებრივია...


ლიმონში ყველაზე მეტია ციტრონი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს და ელასტიურობას მატებს წვრილ სისხლძარღვებს. ამ ანტიოქსიდანტს "ახალგაზრდობის შადრევანს" უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. ლიმნიანი ჩაი სასურველია მიირთვათ შუადღისას და საღამოს.
მანდარინი – ლანჩზე ან სადილად. მანდარინს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ამიტომ უებარია გაციებისას.


გრეიპფრუტის წვენი – მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. დაიხსომეთ: ციტრუსი სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ გაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი თუ გრეიპფრუტი მაშინვე მიირთვით, ხოლო ახალგამოწურული წვენი 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ. ციტრუსებისთვის დამახასიათებელია გლიკოზიდების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებებით განსაკურებით მდიდარია გრეიპფრუტი და მანდარინი. ლიმონში უხვად არის კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები.
გრეიპფრუტი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ინფექციური დაავადების ან გადაღლის შემდეგ ორგანიზმს ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player