სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სადღესასწაულო დღეებში ადამიანს ზომაზე მეტი საკვების მიღება უწევს. ეს კი, რასაკვირველია, ორგანიზმისთვის ზედმეტი დატვირთვაა. კუჭს უჭირს მიღებული საკვების მონელება-გადამუშავება, იწყება პრობლემა ზედმეტი წონის მხრივაც და ადამიანი თავს დამძიმებულად გრძნობს.

 

ორგანიზმის განტვირთვა ახალი წლის შემდეგ


ბუნებრივია, ვერავის ავუკრძალავთ ცდუნებისგან თავის შეკავებას, მით უმეტეს სადღესასწაულო დღეებში. მაგრამ, ეგრეთ წოდებული, პოსტ-ახალი წლის მდგომარეობაც, რასაკვირველია, ყველასთვის გასათვალისწინებელია.


ჭარბი დოზით ალკოჰოლის, გაზიანი და ტკბილი სასმელების, ნიგვზიანი კერძების, შემწვარი ხორცის, შოკოლადის, ნამცხვრებისა და სხვათა მიღების შემდეგ სასურველია განვიტვირთოთ. ამასთან, ეს რჩევები დაგეხმარებათ, რომ ახალი წლის საღამოს სასურველ ფორმაში შეხვდეთ და სადღესასწაულო განწყობა მაქსიმალურად შეიგრძნოთ.


უარი თქვით ყავაზე

სასურველია, რომ რამდენიმე დღე ყავაზე უარი თქვათ. რეკომენდებულია, რომ ამ დღეებში უპირატესობა მიანიჭოთ მწვანე ჩაის, რომელიც ღვიძლის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.


დალიეთ წყალი

ალკოჰოლური სასმელის შემდეგ ჭიქა წყალზე უარს ნუ იტყვით! ყურადღება მიაქციეთ, რომ საკმარისი რაოდენობის, 6 ან 8 ჭიქა წყალი დალიოთ. რეკომენდებულია, წყალში ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი მოათავსოთ. ეს ჯადოსნური პროდუქტები შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ცხიმის წვისთვის სასარგებლოა.

ჯანსაღი საუზმე

აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორ კვებაზე და პირველ რიგში საუზმეზე. გირჩევთ, დილით მიირთვათ შვრიის ფაფა ან ნუშის კარაქიანი ტოსტი.


ვარჯიში

დადასტურებულია, რომ დილით მხოლოდ 5 წუთიანი იოგაც კი შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ. უარს ნუ იტყვით კარდიო ვარჯიშზე, რომელიც შესანიშნავი წამალია კუნთებისთვის.


შეამცირეთ შაქარი

ახალი წლის დღესასწაულზე დიდი რაოდენობით მიირთვით ტკბილეული? კარგი იქნება თუ ფუნთუშებსა და ტორტის ნაჭრებზე უარს იტყვით და ორგანიზმს ხილითა და ბოსტნეულით გაანებივრებთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player