სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ხშირად გვსმენია, შაქრის მავნებლობის შესახებ და ყველამ ვიცით, თუ რა ზიანი მოაქვს მას ჯანმრთელობისთვის. რა რაოდენობა არის დასაშვები ადამიანისთვის და რა შეიძლება გამოწვიოს მისმა მიღებამ?

 

 

   შაქარი ბუნებრივად გვხვდება რძეში და ხილში, მაგრამ ასეთი სახით შაქრის მიღება სრულებით არ არის მავნებელი და არ არის საჭირო მათი რაოდენობის შემცირება. მავნებელია შაქრის შემცველი ისეთი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, რომელშიც შაქარი ხელოვნურად არის დამატებული, როგორებიცაა ნამცხვრები, საკონდიტრო პროდუქტები, გამაგრილებელი სასმელები, შოკოლადი და ა.შ.  შესაბამისად ასეთი საკვების რაოდენობის შემცირებაა საჭირო.

 

   პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ხელოვნურად დამატებულ შაქარს, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში მაღალ ენერგეტიკულია, ანუ მაღალ კალორიულია, ასეთი საკვების ხშირად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გასუქება და ჭარბწონიანობა. ჭარბწონიანობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების საფრთხე. დამატებით აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის საკვები პროდუქტები გამოირჩევა სხვა მკვებავი ნივთიერებების და მინერალების საკმაოდ ნაკლები რაოდენობებით.

 

    ბალანსირებული და რაციონალური კვების მიხედვით კალორიები უნდა მივიღოთ ისეთი სახის პროდუქტებისგან, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი სახამებლიანი საკვებით, ხილითა  და ბოსტნეულით.

 

    გასათვალისწინებელია, რომ შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი საკვები ასევე ცუდია კბილებისათვის, განსაკუთრებით კი თუ ვერ ახერხებთ კბილების გასუფთავებას ტკბილი საკვების მიღების შემდეგ. რაც უფრო დიდი ხანი რჩება ტკბილი საკვები კბილებზე, მით უფრო მეტად აზიანებს მათ.

 

    ეს რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ შეამციროთ დამატებული შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება:

 

  • შაქრიანი გამაგრილებელი სასმელის მაგივრად დალიეთ წყალი, ან ხილის დაუტკბობელი ნატურალური წვენი (გაითვალისწინეთ, ბავშვებისათვის ასეთი წვენები კიდევ უნდა გააზავოთ წყალში, რომ უფრო შეამციროთ შაქრის შემცველობა);
  • თუ გიყვართ გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, დაუმატეთ ნატურალურ წვენს გაზიანი წყალი, ბორჯომი, ან ნაბეღლავი;
  • ნელ-ნელა შეამცირეთ შაქრის რაოდენობა ჩაიში და ყავაში. გაითვალისწინეთ გემოს შეგრძნება დროთა განმავლობაში იცვლება მიღებული საკვების შემცველობის შესაბამისად, ამიტომ თუ ნელ-ნელა შეამცირებთ შაქრის რაოდენობას, საბოლოოდ შეძლებთ მთლიანად ამოიღოთ შაქარი და ჩაი და ყავა მიირთვათ უშაქროდ;
  • პურზე ჯემის წასმის ნაცვლად დააჭერით ბანანი ან სხვა ხილი თხელ ნაჭრებად;
  • ყიდვისას ყოველთვის შეამოწმეთ პროდუქტის შემადგენლობა და აირჩიეთ შაქრის ნაკლები შემცველობით;
  • ეცადეთ გაანახევროთ შაქრის რაოდენობა პროდუქტებში რომლებსაც თქვენ ამზადებთ, მაგ. ნამცხვრებში ან ბისკვიტებში;
  • მოერიდეთ შაქრიან, თაფლიან ან ჯემიან საკონდიტრო ნაწარმს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player