სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ოფისებში მომუშავეთა უმრავლესობას მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამასთანავე, ძირითადათ, დღის რაციონი ცომეულისგან შედგება და ეს ყველაფერი, ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს.

 

 

 

რამდენიმე რჩევა, რომელიც, ასეთ პირობებში, არასასურველი კილოგრამებისაგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.

რჩევა პირველი - სწორად კვება

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა განკონტროლდეს დღის რაციონი. აჯობებს, ნამცხვარი, ხაჭაპური, ლობიანი, ბურგერი, შეცვალოთ ხაჭოთი, იოგურტით , სხვადასხვა სახის ხილით.

რჩევა მეორე- საკვების რაოდენობა და მიღების დრო

საკვები მიიღეთ 2 საათის ინტერვალით მცირე პორციებით (დაახლოებით 200-300 გრ. ერთ ჯერზე). მიირთვით პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ბოჭკოვანით (წიწიბურა, შვრია, ბოსტნეულის სალათი). ეს პროდუქტები მომნელებელი სისტემის მუშაობას უწყობს ხელს და დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას.
დამატებითი ენერგიისთვის, ზომიერად ტკბილი, მწვანე ჩაი მიირთვით. ყავის დალევა კი რეკომენდებული არ არის.

რჩევა მესამე- მოძრაობა

რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ. შეეცადეთ, გარკვეული მანძილი სამსახურამდე, ფეხით გაიაროთ. უარი თქვით ლიფტით სარგებლობაზე. შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player