სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყველას სურვილია ძილის დროს წონის დაკლება. ეს ხომ მშვენიერია. გძინავს, ზედმეტი კილოგრამები კი თავისთავად ქრება. ეს შესაძლებელია, თან ყოველგვარი გასახდომი მედიკამენტების გარეშე.

 

 

 

ბრიტანელი მამა შვილი - ფარმაცევტი მაიკ და დიეტოლოგი სტიუარტ მაკინესებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს. ამ აღმოჩენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ საკვები, ფიზიკური დატვირთვები და ძილი ჭკვიანურად იქნება დაბალანსებული, მაშინ შესაძლებელია ძილში წონის კლება. რაშია საიდუმლო? თუ ცხიმების დაწვის მექანიზმი ღამე გაეშვება და დაჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, მაშინ ერთ თვეში შესაძლებელია 3 -4 კილოგრამის დაკარგვა.
თუ მივირთმევთ 1 -2 კოვზ თაფლს, ძილამდე ერთი საათით ადრე, გაუმჯობესდება აღდგენითი ფუნქციები და განეიტრალდება სტრესის ჰორმონები, რომლებიც ხელს უშლის ცხიმის წვას. რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. გადასახედი იქნება დღის რეჟიმი და რაციონი.

 

როდესაც ადამიანს არ ყოფნის ძილი, ირღვევა ჰორმონების მუშაობა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მადისაღძვრაზე და ცხიმის მეტაბოლიზმე . თუ დაკვირვებულხართ, რომ დაღლილ მდგომარეობაში მეტ საკვებს მიირთმევთ?

 

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მონაწილეები იღვიძებდნენ დილის 4.30, ხოლო მეორე დღეს 8.30. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც ძილი არ ყოფნიდათ, ჭამის დროს ღებულობდნენ საშუალოდ 221 კალორიით მეტს. ასეთ პირობებში 2 კვირაში წარმოიქმნება 450 გრამი ზედმეტი წონა.

 

როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენელს არ ყოფნის ძილი, მის ორგანიზმში წარმოიქმნება ჰორმონი გრლინი , რომელიც მადის სტიმულირებას უწყობს ხელს. ასევე გამომუშავდება ჰორმონი ლეპტინი , რომელიც პასუხისმგებელია დანაყრების შეგრძნებაზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძილის უკმარისობის ფონზე, მხოლოდ ჭამის სურვილი არ ჩნდება, არამედ ჩნდება მაღალ კალორიული საკვების მიღების მოთხოვნილება. ორგანიზმი ითხოვს მარტივ ნახშირწყლებს, შოკოლადს, ტკბილეულს და შაქარს.

 

იმისათვის რომ ზედმეტ წონას დაემშვიდობოთ, დღეღამეში უნდა გეძინოთ არა ნაკლებს 7 ½ საათისა. გარდა ამისა გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა:

 

1. უმჯობესია დაძინება და გაღვიძება ერთი და იგივე დროს. თუ უქმე დღეებში ამის შესრულება რთულია, მაშინ გახსოვდეთ, რომ თუ 2 საათით გვიან დაწექით, მაშინ 2 საათით გვიან უნდა გადგეთ.

 

2. მნიშვნელოვნად მოეკიდეთ დაძინებისთვის მზადებას. მიიღეთ აბაზანა, წაიკითხეთ წიგნი. ეცადეთ გამორთოთ ტელეფონი, ტელევიზორი და კომპიუტერი .

 

3. თუ გიყვართ ყავა, ეცადეთ დალიოთ ის დღის პირველ ნახევარში. ალკოჰოლური სასმელის მიღება შეწყვიტეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. ალკოჰოლო ხელს უწყობს დაძინებას, მარამ არ აძლევს ორგანიზმს გადავიდეს ღრმა ძილის სტადიაში, რაც თავის მხრივ ხელს უშლის გამოძინებას.

 

4. თქვენი გამოცდილებით დაადგინეთ, რამდენი ხანი ძილი არის საჭირო, რომ მხნედ და კარგად იგრძნოთ თავი. ზოგისთვის 9 საათია საჭირო, ზოგი კი 7 საათშიც ახერხებს გამოძინებას. თუ დილას მაღვიძარამ გაგაღვიძათ, ესნიშვანვს , რომ ძილი არ გეყოთ და ეცადეთ უფრო ადრე დაწვეთ დასაძინებლად ( ყოველ ჯერზე მოუმატეთ 15 წუთი და ასე თანდათან აღმოაჩენთ სასურველ დროს).

 

ასეთი რეჟიმის ჩამოყალიბება თავიდან შეიძლება პრობლემატურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დაფიქრდით, რა ჯობია, ღამე უყუროთ თქვენ საყვარელ სერიალს , თუ გამოიძინოთ და მეორე დღეს ნახოთ სასურველი სერია...
რა მოვიმოქმედოთ, თუ ვერ ვახერხებთ დათქმულ დროს დაძინებას?

 

ეს დაგეხმარებათ:

 

- ერთი ჭიქა თბილი რძე თაფლით;
- საძინებლის განიავება;
- დამამშვიდებელი მუსიკა;
- აუტოტრენინგი ;
- 10 წუთი თბილი აბაზანა დამამშვიდებელი დანამატებით;
- 20 წუთი გასეირნება სუფთა ჰაერზე.

 

გახსოვდეთ, ჯანმრთელი ძილისათვის საჭიროა აბსოლუტურად ბნელი გარემო, იმისათვის რომ გამომუშავდეს მალატონინი და ცხიმმა შეძლოს დაწვა.

 

რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება თუ თქვენს რაციონსაც გადახედავთ. უარი თქვით კონსერვებზე, შებლოლ კერძებზე და ცომეულზე.

 

"მძინარე მზეთუნახავის" მენიუ:

საუზმე


- ერთი ფინჯანი მიუსლი უცხიმო რძით, ერთი კვერცხის ომლეტი, 1 ფორთოხალი ან ვაშლი;
- უცხიმო იოგურტი , ერთი ფინჯანი მიუსი უცხიმო რძით, მოხარშული კვერცხი, ვაშლის წვენი;
- უცხიმო იოგურტი , ჭვავის პურის ნაჭერი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ბანანი.

 

სამხარი

 

- ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი;
- ვაშლის და ფორთოხლის ხილის სალათა;
- ერთი ვაშლი.


სადილი


- უცხიმოდ შემწვარი საქონლის ხორცი, პომიდვრისა და კომბოსტოს სალათი;
- მოხარშული თევზი, ჩათუშული სოკო და კიტრი ;
- ქათმის თეთრი ხორცი, ანანასის ნაჭერი.
ვახშამი
- ბოსტნეულის სუპ-პიურე პომიდვრით, სტაფილოთი, ბროკოლით და ყვავილოვანი კომბოსტოთი;
- კართოფილი „მუნდირში“, სალათი ბულგარული წიწაკით, კომბოსტოთი და სტაფილოთი.

 

დამატებითი დადებითი ეფექტი, ვახშმის შემდეგ ორი საათის შემდეგ ვარჯიშს განტელებით .

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player