ცხიმი, როგორც ორგანიზმის ბუნებრივი მარაგი, ხშირად აღარ ექვემდებარება კონტროლს, იწყებს დამოუკიდებელ არსებობას და ახდენს გავლენას ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. ასე მაგალითად ცხიმი, რომელიც დალექილია აბდომენალურ ნაწილში ცვლის ჰორმონალურ ფონს, ზრდის ტესტესტერონის რაოდენობას ქალებში და პირიქით, ამცირებს მას მამაკაცებში.
საკუთარი მასის მოსამატებლად, ცხიმს სჭირდება სულ უფრო მეტი კალორია, რაც იწვევს მადის მომატებას. იზრდება დატვირთვა შინაგან ორგანოებზე, ადამიანი განიცდის ფიზიკურ და ემოციონალურ დატვირთვებს.
ცხიმის მოშორება
წონის კლებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში არა სწორი და სწრაფი დიეტის არჩევისას, ცხიმის მოკლებასთან ერთად, ძირითადად მცირდება კუნთის მასა. ეს იწვევს ორგანიზმში მეტაბოლიზმის შენელებას და ამცირებს ორგანიზმის უნარს დაწვას ზედმეტი ცხიმი. მკაცრი დიეტის დასრულების შემდეგ, პირველ რიგში აღდგება ცხიმი, ხოლო შემდეგ მუსკულატურა, მაგრამ უფრო მცირე მოცულობით. შესაბამისად ორგანიზმში ცხიმის შემცველობა უფრო მეტი აღმოჩნდება.
ცხიმის „ანატომია“
ცხიმს ორგანიზმში ყოფენ ყავისფერ, კანქვეშა და შინაგან ცხიმებად. ყავისფერი ცხიმი ორგანიზმის თერმო რეგულაციისათვის არის საჭირო (ახალშობილებს აღენიშნებათ ყველაზე მაღალი პროცენტი). კანქვეშა ცხიმი ადვილად შესამჩნევი და „ცელულიტის“ სახელით არის ცნობილი. შინაგანი ცხიმი არ ჩანს, მაგრამ არის ყველაზე საშიში, რადგან ის ორგანოების გარშემო და ხშირად შიგნითაც გროვდება, რითიც ხელს უშლის მათ ფუნქციონირებას. ის აღწევს მუსკულატურის ქსოვილებში, ცხიმეოვანი მჟავეების სახით ცირკულირებს სისხლში, ილექება სისხლძარღვების კედლებზე და ხელს უშლის სისხლის მოძრაობას, ქმნის ქოლესტერინის საცობებს, იწვევს ინფარქტს და ისნულტს.
ცხიმოვანი უჯრედები, ცხიმოვანი მჟავები
ცხიმი განლაგებულია ცხიმოვან უჯრედებში. იმისათვის, რომ ის იქედან გამოვიდეს საჭიროა მისი დაშლა ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად. ამის გამომწვევი სიგნალი შეიძლება იყოს, ან სისხლში ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის შემცირება (დიეტა), ან ატფ (ადენოზინტრიფოსფორული მჟავა) დაშლის პროდუქტების კონცენტრაციის მომატება (ვარჯიში), რომლებიც არის ენერგიის წყარო და მათი სინთეზისთვის საჭიროა ცხიმოვანი მჟავები.
ცხიმოვანი მჟავების ნაწილი შეიძლება იყოს გამოყენებული მოქმედი კუნთებისათვის საჭირო ენერგიისათვის. რაც უფრო აქტიურად მუშაობს კუნთი, მით უფრო მეტი ცხიმოვანი მჟავე იქნება უტილიზირებული. ცხიმოვანი მჟავის საბოლოო დაშლის პროდუქტებს წარმოადგენენ ნახშირორჟანგი და წყალი. ამ წყლის მასა დაახლოებით 7,5 ჯერ აღემატება „დამწვარი“ ცხიმის მასას. თუ მაგალითად კვირის განმავლობაში „დაიწვა“ 200 გრამი ცხიმი, ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ თუ „დამწვარი“ ცხიმი 1,5 კგ ტოლია, მაშინ სისხლის მიმოქცევის საერთო მოცულობა გაიზრდება დღეში 1,5 ლიტრით, რაც თავის მხრივ ზრდის დატვირთვას სასხლძარღვებაზე, გულზე და თირკმელებზე.
დროის მოკლე მონაკვეთში, წონის სწრაფი კლება შესაძლებელია გახდეს ჯანმრთელობისათვის საზიანო.
მოცემული სტატია ატარებს მხოლოდ გაცნობით ხასიათს. იმისათვის, რომ წონის კორექციამ არ მიაყენოს ზიანი ჯანმრთელობას საჭიროა მიმართოთ სპეციალისტებს.