სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

უცნაურები ვართ ადამიანები. განსაკუთრებით კი ქალები! იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას იძენენ, ათასნაირ პროცედურას იტარებენ. არ ერიდებიან ქირურგიულ ჩარევებსაც. ”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”-ო და უამრავ რამეს სწირავენ მას, მაგრამ - არა მავნე ჩვევებს: კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას, დიდი რაოდენობით ტკბილეულის, ყავის, ძლიერი ჩაის მირთმევას და, რაც ყველაზე მავნებელია - თამბაქოს წევას!



ნიკოტინი ამცირებს ორგანიზმში ვიტამინ A-ს რაოდენობას, რომელსაც ”სილამაზის ვიტამინს” უწოდებენ. ვიტამინი A ანახლებს ორგანიზმში, თითქმის, ყველა ორგანოს უჯრედს. ნიკოტინი კი პირიქით, პირდაპირ გავლენას ახდენს კანის რეგენერაციის უნარზე, ანადგურებს კოლაგენს და ელასტიურ ფენას, ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას. ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს თამბაქო, ავიწროებენ სისხლძარღვებს (განსაკუთრებით კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე კაპილარებს) და კანის ზედაპირი განიცდის ისეთ ცვლილებებს, რომელთა შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილია: იცვლება კანის ფერი და სტრუქტურა, კანი იწყებს გამოშრობას და ნაადრევ დაბერებას, თვალის თეთრი გარსი ხდება მოყვითალო.


ტერმინი ”მწეველი სახე” ასე გამოიყურება:


- ჩამოკიდებული, ელასტიურობადაკარგული კანი;
- ნაოჭები თვალის გარშემო (ბატის თათები);
- შევარდნილი ლოყები, გამოწეული ყვრიმალები და ღრმა, ვერტიკალური ნაოჭები;
- შეცვლილი ხმა ( იკარგება ჟღერადობა);
- დაზიანებული თმა, ფრჩხილები, კბილები.



მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის!


მწეველ ქალებში კლებულობს ქალური ჰორმონი - ესტროგენი, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას, ქალური მომხიბლველობის გაქრობას, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას.


გახსოვდეთ! მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player