სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თანამედროვე ქალი იმისათვის, რომ მუდამ ფორმაში იყოს, საკუთარი სხეულის მოვლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. დამეთანხმებით, რომ სხეულთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოვლილ თმას. მისი მოვლა შესაძლებელია სახლში მომზადებული ნიღბებითა და სავლები საშუალებებით, რომლებიც შეუნარჩუნებენ და დაუბრუნებენ თმას ბზინვარებას და ელასტიურობას.

 

 

ნიღბებით მკურნალობა თმის ხარისხის აღსადგენად რეკომენდირებულია კვირაში 2 ან 3-ჯერ, ხოლო პროფილაქტიკისთვის, სასურველია თვეში 2-ჯერ.

ნიღაბი თხელი მსხვრევადი თმისთვის

ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 1 ჩ/კ. აბუსალათინის ზეთი; 1 ჩ/კ. არყის ხის ფოთლების ნაყენი; 1 ჩ/კ. ლიმნის წვენი. ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთს, ცოტა შეათბეთ და შეიზილეთ თავის კანსა და თმაზე. ნიღაბი გაიჩერეთ 30/40წუთი და ჩამოიბანეთ. თქვენი თმა ბზინვარე და ელასტიური გახდება.

კვერცხის გულის და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი

ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი და ერთი კვერცხის გული შეურიეთ ერთმანეთს და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ წაისვით თმის ძირებიდან მოყოლებული მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 3 საათი.

 

ეს ნიღაბი კარგია ასევე ქერტლის მოსაშორებლად. ქერტლისთვის ეფექტურია ჭინჭრისა და ძმრის ნახარში წყალთან ერთად: 100 გ ჭინჭარს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაამატეთ ნახევარი ლიტრი ძმარი. ადუღეთ 30 წ-თი. მიღებული ნახარშით დაიბანეთ თავი შამპუნის გარეშე. პროცედურა გაიმეორეთ 10 დღის განმავლობაში.

 

ნიღაბი ცხიმიანი თმის და თავის კანისთვის


2 ს/კ. თაფლი და 2 კვერცხის გული კარგად აურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და თმაზე. ამ ნიღაბს რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ, მით უფრო მეტი დადებითი ეფექტი იქნება. ამიტომ, შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამე და დილით კარგად დაიბანოთ თბილი წყლით.

იმისათვის, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, კარგია როზმარინის ნაყენის გადავლებით დაასრულოთ თმის დაბანა. როზმარინს დაასხით 250 მლ-მდე მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წ. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეორით ყოველი დაბანის შემდეგ ორი თვის განმავლობაში.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player