ადამიანის კანქვეშ მოთავსებული ცხიმოვანი ჯირკვლები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირენის დროს გამოიმუშავებს ცხიმის ზომიერ რაოდენობას, რაც იცავს კანს გამოშრობის, ინფექციების და გადახურებისაგან. ორგანჯიზმის არასწორი მუშაობისა და ჰორმონალური დარღვევების დროს ცხიმოვანი ჯირკვლები იწყებენ დიდი რაოდენობით ცხიმის გამომუშავებას და კანქვეშ ცხიმის დაგროვებას.
კანი იფარება ცხიმით და მკვდარი უჯრედებით, მას უჭირს სუნთქვა და იწყება ანთებითი პროცესი, ჩნდება შავი წერტილები და გამონაყარი.
გამონაყარის თავიდან ასაცილებლად სასურველია სწორი კვება. ეცადეთ ყოველდღიური რაციონი გაამდიდროთ ხილით, ბოსტნეულით, A, E, D, B-ჯგუფის ვიტამინებით.
დილას დალიეთ ერთი ჭიქა წყალი - ის გამოდევნის ორგანიზმიდან ღამე დაგროვილ შლაკებს. წყალში გახსენით ცოტა ვაშლის ძმარი ან ლიმნის წვენი და ყოველ დილით პირის დასაბანად გამოიყენეთ. გამონაყარისთვის ასევე ეფექტურია გვირილის ნაყენი, შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ ყინულის ნატეხები და წაისვათ სახეზე.
გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს (მოწევა,ალკოჰოლი). ძილის წინ, აუცილებლად, მოიშორეთ მაკიაჟი რათა კანმა თავისუფლად ისუნთქოს.
სიფრთხილით შეარჩიეთ კოსმეტიკა: მიაქციეთ ყურღება მასში შემავალ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ცხიმიანობას. ისეთი ნივთიერებები როგორიცაა lanolin, isopropyl myristate, Laureth-4, lauryl, წითელი საღებავები, ნატრიუმის სულფატი - საზიანოა კანისთვის.
თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, გამონაყარი და შავი წერტილები ნაკლებად შეგაწუხებთ.