თვალსა და მის გარშემო კანს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. გადაღლილი თვალის გარშემო ჩნდება სილურჯე, ნაოჭები, შეშუპება. გთავაზობთ მათთან ბრძოლის რამდენიმე საშუალებას.
საშუალება პირველი
3 სუფრის კოვზ ღიღილოს ყვავილს (გამხმარი ან ნედლი), დაასხით ერთი ფინჯანი ადუღებული წყალი და ნახევარი საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. შემდეგ თბილი საფენები დაიდეთ თვალის გარშემო და გაიჩერეთ 10-15 წუთი.
საშუალება მეორე
თვალის გარშემო სილურჯისა და ნაოჭების მოსაშორებლად კარგია სალბის ნაყენის საფენები. მის მოსამზადებლად ერთ ჩაის კოვზ სალბს დაუმატეტთ 100მლ ადუღებული წყალი და 10-15 წთ-ის განმავლობაში გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაყენი გაყავით ორ ნაწილად: ერთი ნაწილი მაცივარში გააცივეთ, ხოლო მეორე გაათბეთ. ამის შემდეგ მონაცვლეობით დაიდეთ ჯერ ცივი, მერე თბილი საფენები.
საშუალება მესამე
საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილით გააკეთეთ პიურე და დაიდეთ თვალის გარშემო 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კარგია, ასევე, ჩაის და გვირილას ნაყენის საფენების გამოყენება (10-15 წთ).
ამ ყველაფერთან ერთად, სასურველია, თვალი დაასვენოთ დღეში 30-40 წუთით მაინც, გაისეირნოთ ბუნებაში, მოადუნოთ თვალები და ღამით კარგად გამოიძინოთ.