მასაჟი ბერძნული სიტყვაა და ,,ზელვას’’, ,,სრესას’’ ნიშნავს. იგი, როგორც სხეულის განკურნების წყარო, შორეული წარსულიდან მოდის. 10 ათასი წლის წინანდელი ქვის ნემსის აღმოჩენამ წერტილოვანი (აკუპუნქტურა) მასაჟის არსებობა დაადასტურა, ხოლო ხელით მასაჟის ისტორია - კიდევ უფრო ძველია.
მასაჟის ხელოვნება ინდოეთის, იაპონიის, კორეის, ეგვიპტის, რომის, აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უძველესი წყაროებიდან არის ცნობილი. ძველად მასაჟი, თითქმის, პანაცეა იყო: სხვადასხვა დაავადებების გარდა გველის ნაკბენზეც კი ამ მეთოდს იყენებდნენ. მასაჟის ხელოვნებას უძველესი ტომებისა, თუ დიდი სახელმწიფოების ექიმები, ერთმანეთისგან ,,სესხულობდნენ’’, სრულყოფდნენ და ამკვიდრებდნენ.
დღეს მასაჟის ხელოვნება უფრო დაიხვეწა და მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა. ჩამოყალიბდა მასაჟის სისტემები, სახეობები, მეთოდები და ფორმები თვიანთი დამახასიათებელი ნიუანსებით.
მასაჟის შესახებ ბევრი მითი არსებობს და, უმჯობესია, მათ შესახებ ინფორმაციას დასაწყისშივე გავეცნოთ.
1. თითქოს მასაჟისტს ძლიერი ფიზიკური ძალა უნდა ჰქონდეს.
მასაჟისტს კარგი, მგრძნობიარე ხელები უნდა ჰქონდეს და არა ძალა. მასაჟი ძალიან ღრმა და მტკივნეული არ უნდა იყოს (ღრმა მასაჟი მხოლოდ სპორტული კუნთებისთვის არის დასაშვები). თუ სეანსის ჩატარების შემდეგ თქვენ თავი მხნედ ვერ იგრძენით, არ გაგიჩნდათ თავისუფალი მოძრაობისა და კარგი განწყობის შეგრძნება - გამოიცვალეთ მასაჟისტი, ან დროებით შეწყვიტეთ პროცედურა.
2. თითქოს მასაჟის გაკეთება იოლია.
რა თქმა უნდა მასაჟისა და თვითმასაჟის საფუძვლების შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მისი ერთ-ორ თვეში ათვისება შეუძლებელია. კარგი იქნება თუ მასაჟისტთან სეანსის ჩატარების შემდეგ საკუთარ სხეულს დაათვალიერებთ და თუ სადმე სილურჯეს, ან სისხლჩაქცევას შენიშნავთ - ნუ შეიწუხებთ თავს იქ მეორედ მისვლით.
3. თითქოს ევროპული მასაჟი განსაკუთრებით ეფექტურია, ხოლო კლასიკური - უკვე მოძველებული.
კლასიკურ მასაჟს არცერთი პროფესიონალი მასაჟისტი არ უარყოფს, ხოლო ტაიური, ფინური და სხვა ლამაზი დასახელების მასაჟი კარგია კლიენტების მოსაზიდად.
4. თითქოს მასაჟი ცხიმებს შლის.
სამწუხაროდ, ჩატარებული გამოკვლევები ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა - სეანსის ჩატარებისას წონაში მხოლოდ მასაჟისტი იკლებს. მასაჟის ტიპის შერჩევისას, აუცილებლად, გაიარეთ კონსულტაცია მასაჟისტთან: მხოლოდ მას შეუძლია ისეთი მასაჟის შერჩევა, რომელიც თქვენ პრობლემას დაძლევს.
მასაჟი რამდენიმე სახისაა: ჰიგიენური (პროფილაქტიკური), სამკურნალო, სპორტული, კოსმეტიკური, სეგმენტურ-რეფლექტორული და ა.შ.
ფორმით მასაჟი შეიძლება იყოს: საერთო ან ადგილობრივი. მასაჟის ფორმისა და მეთოდის (აპარატი, ხელი, კომბინირებული -ხელი და აპარატი ერთად) შერჩევა დამოკიდებულია სხეულის ნაწილზე და მასაჟისტზე.
ცალკე შეიძლება გამოიყოს ვიწროსპეციალიზირებული მასაჟის სახეობები: ანტიცელილიტური (სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი, უჯრედიდან ცხიმების გამოდევნისა და ნივთიერებათა ცვლის მასტიმულირებელი) და ლიმფოდრენაჟის (ბრონქებისა და ფილტვის პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გინეკოლოგიური და უროლოგიური დავაადებები),რომლებიც შეიძლება ერთმანეთს ჩაენაცვლოს. ასეთი მასაჟის ჩატარება შეიძლება როგორც ხელით, ისე აპარატურით.
პრესოტერაპია, ანუ პნევმომასაჟი ეს არის ფეხის, თეძოების, დუნდულებისა და მუცლის ქვედა ნაწილის ლიმფოდრენაჟული მასაჟი ჰაერის წნევის ცვალებადობით. პრესოთერაპიის პროცედურა ასეთია: დიდი მოცულობის შარვალი შიგნიდან, მთელ სიგრძეზე, აღჭურვილია პნევმოკამერებით. ჩართვისას აპარატი გარკვეული თანამიმდევრობით ჰაერით ივსება და იწყება შეშუპების, ფეხებში სიმძიმის მოსახსნელი და ცელულიტის წინააღმდეგ სამკურნალო მასაჟი. ამასთან ერთად, პრესოთერაპია ვარიკოზისა და სუსტი პერისტალტიკის კარგი პროფილაქტიკის საშუალებაა.
მასაჟის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა გიდრომასაჟი, რომელიც წყლისა და ჰაერის ერთმანეთზე ზემოქმედებით ხდება.
მასაჟი ორგანიზმზე მრავალგავარ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს: სხეულში სასიამოვბო სითბოს შეგრძნებას, გუნება-განწყობილებისა და ტონუსის მომატებას. ხოლო მის არასწორ გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს საერთო სისუსტე, უარყოფითი შეგრძნებები და ადგილობრივი რეაქციები.
მასაჟი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე, კანსა და კუნთებზე, საოფლე ცხიმოვან ჯირკვლებსა და ნერვულ სისტემაზე.
მასაჟის ფიზიოლოგიური ცვლილებები კანზე:
• კანი სუფთავდება ეპიდერმისის რქოვანასა, უცხო ნაწილაკებისა (მტვერი და სხვ.) და მიკრობებისგან;
• უმჯობესდება ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციები;
• აქტიურდება კანი, ლიმფა და სისხლის მიმოქცევა;
• ძლიერდება სისხლის მომარაგება და შესაბამისად, უმჯობესდება მისი კვება - მშრალი, უფერო კანი ვარდისფერი, ხავერდოვანი ხდება;
• ძლიერდება კანისა და კუნთების ტონუსი, რაც კანს გლუვს, მკვრივს, პლასტიურსა და ელასტიურს ხდის.
• მასაჟის მოქმედება კანქვეშა-ცხიმოვან ფენაზე
• ცხიმოვან ქსოვილზე მასაჟი ლოკალურად კეთდება;
• ამაღლებს რა გაცვლით პროცესებს ორგანიზმში, აძლიერებს ცხიმის გამოყოფას ცხიმოვან დეპოდან, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, რომლებიც, დიდი რაოდენობით არის ცხიმოვან უჯრედში;
• გასახდომი მასაჟი ხანგრძლივ პროცედურას წარმოადგენს (მინიმუმ 15 სეანსი).
მასაჟის ზემოქმედება კუნთებსა და სახსრებზე
• ელასტიურობას უბრუნებს კუნთებს, უფრო ნელა ვითრდება კუნთის ატროფია (დაპატარავება) და მცირდება უკვე დაწყებული ჰიპოტროფია (გადგვარება, ფუნქციური უკმარობა);
• გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის მერე კუნთს ემატემა შრომისუმარიანობა;
• ხანმოკლე მასაჟის შემდეგაც კი (3-5 წუთი) სწრაფად აღდგება დაღლილი კუნთის ფეუნქცია, ვიდრე მაშინ როდესაც 20-30 წუთის განმავლობაში დასვენებულია;
• კარგად მოქმედებს სახსრებზე- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
• მასაჟის ზემოქმეება ნერვულ სისიტემაზე
• ნერვული სისტემა პირველი აღიქვამს მასაჟს იმდენად რამდენადაც კანში დიდი რაოდენობით არის ნერვული დაბოლოებები;