ყოველ დილას, უზმოზე ვაშლი მიირთვით
ბევრ ადამიანს სახეზე პატარ-პატარა გამონაყარი უჩნდება, რომელსაც არანაირი მალამო და წამალი არ შველის. რატომ ჩნდება ის?
ყველა ადამიანს კანქვეშ მიკროპარაზიტებიჰყავს, მათ შორის ტკიპიც. ის გამრავლების პერიოდში კანის ძლიერ ქავილს იწვევს.პარაზიტი სიდიდით ერთი მილიმეტრის მესამედია და მუწუკებში ბინადრობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი ადამიანის სახეზე სწორედ ამ პარაზიტის ბრალია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ სახის ტკიპების გამრავლებას სხვადასხვა დაავადება უწყობს ხელს. მაგალითად, ასეთებია წყლული, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, შეკრულობა და სხვა. ამ დაავადებებისგან თავის დასაცავად კი შეგახსენებთ სპეციალურ რჩევებს:
1. დილაობით აუცილებლად ისაუზმეთ. ეს დაგიცავთ გასტრიტის გამომწვევი ტკიპისგან. თავი
აარიდეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვების მიღებას.
2. ყოველ დილას მიირთვით ერთი ცალი ვაშლი ან ერთი ჭიქა მაწონი. ეს დაგიცავთ კუჭის შეკრულობისგან. ორგანიზმში კი გაჩნდება ტკიპის საწინააღმდეგო სასარგებლო ბაქტერიები.
მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ