სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბოტულოტოქსინის ინექციები გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროცედურას წარმოადგენს ესთეტიკურ მედიცინაში.
ამ მეთოდის უპირატესობა არაქირურგიულ პროცედურასთან და მყისიერ შედეგთან არის დაკავშირებული.

 


ბოტულოტოქსინის ინექცია ეფექტურია მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭების გასასწორებლად (თვალების ირგვლივ, შუბლზე, ზედა ტუჩის და ცხვირის არეში, წარბებს შორის, ყელზე, დეკოლტეზე და სხვა).

 

პროცედურის დროს პრეპარატი შეყავთ კანქვეშ ინექციური გზით. ტოქსინი მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს კუნთების მოდუნებას. შედეგად კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების კორექციას და აბრკოლებს ახალი ნაოჭების წარმოქმნას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

 

ბოტულოტოქსინი, პირდაპირი ზეგავლენით არ მოქმედებს კუნთოვან ქსოვილზე და მის სტრუქტურაზე. ის მხოლოდ დროებით ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გატარებას არღვევს, რითაც ფაქტობრივად აჩერებს კუნთის შეკუმშვას.

 

ბოტულოტოქსინის ინექციებით ეფექტურად მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს - ჭარბოფლიანობას (ფეხისა და ხელის გულებზე, იღლიების არეში). ჰიპერჰიდროზი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იჩენს თავს. თუმცა დღესდღეობით მისგან განთავისუფლება ძალიან გამარტივდა. პრობლემურ ზონაში ნემსის გაკეთებით თქვენ შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ ჭარბი ოფლიანობის პრობლემა.

 

ბოტოქსის ინექციებს მიმართავენ თავის ტკივილის დროსაც, რაც პაციენტებს ეხმარებათ შაკიკისაგან ეფექტურად თავის დაღწევაში.

 

ეფექტი გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმ-დერმატოლოგებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს.

 

კლინიკა ტოტალ შარმის გამოცდილი ექიმები დაგეხმარებიან განთავისუფლდეთ ჰიპერჰიდროზის - ჭარბოფლიანობის პრობლემისაგან. დამატებითიინფორმაციისთვის გადადით ლინკზე - http://totalcharm.ge/services/botulinum-toxin/

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player