ხშირად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა რაიმე დაავადება, ან სხეულის ფიზიკური ნაკლი ძალიან რთულად დასაძლევი გვეჩვენება ხოლმე. უფრო ძნელი წარმოსადგენია, რომ გამოგონება, რომელიც ჩვენს თანამემამულეს ეკუთვნის და რომელიც წლების წინ როგორც ფანტასტიკა, ბევრი ექიმისათვის დაუჯერებელი იყო, უკვე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა აღიარეს.
ბატონი ლერი ლაფანაშვილის მიერ მიკვლეულმა მეთოდმა და უნიკალურმა აპარატმა საოცრება უკვე მოახდინა. გულის დაავადებები და თქვენ წარმოიდგინეთ სხეულის გარკვეული ნაკლიც კი ლერი ლაფანაშვილის გამოგონების წყალობით ადვილად დასამარცხებელი გახდა. იმ შედეგების გარდა, რომელიც გულის დაავადებების მქონე პაციენტებმა მიიღეს, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი უნარი აღმოაჩნდა “კარდიოლას”. მის კუნთებს ავარჯიშებს, მოჰყავს ტონუსში და ამის ხარჯზე ცხიმოვანი ქსოვილის უკუგანვითარებას უწყობს ხელს. …
ქალბატონებს, რომლებსაც სხეულის გარკვეულ ნაკვთებს ჭარბი ცხიმი უმახინჯებდათ, ამ აპარატის წყალობით შეუძლიათ მშვიდად დაიბრუნონ ნატიფი გარეგნობა.
მაინც როგორ მუშაობს მისი მართლაც სასწაულმომქმედი აპარატი?.. ბატონი ლერი გვიამბობს:
_ ეს არის კარდიოსინქრონიზებული ელექტრომიოსტიმულატორი, რომელიც
აღიზიანებს ელექტრო იმპულსებით კუნთებს, გულის რითმის შერჩეულ ფაზაში.
ანუ მხოლოდ დიასტოლის დროს და ამიტომ ხდება არა გულის დატვირთვა,
არამედ მისი განტვირთვა. იმისდა მიხედვით რა სიძლიერის იმპუნსებს
მივაწვდით ორგანიზმს, მიღებული იქნება ან მხოლოდ გულის განტვირთვა
(დაბალი ინტესივობის გაღიზიანება), ან გულის განტვერთვა სხეულის დახვეწით
(კუნთების გამოხატული, ძლიერი მუშაობით).
ვინაიდან ამ მეთოდის გამოღენებით გული არ იტვირთვება ასეთი პროცედურები
შეიძლება წარმოებულ იქნეს დროში შეუზგუდავად.
აღმოჩნდა, ამ აპარატის მოქმედებით, კუნთი ძლიერდება, ცხიმი განლაგებული ამ
უბანში ილევა. ესე იგი ეს მეთოდი შეიძლება გამოიყენო სხეულის დასახვეწად.
საჭიროა არა ქირურგიული ჩარევა, არამეტ სრულიად უმტკივნეულო
პროცედურების მიღება.
_ დღეს რეკლამირებულია ბევრი ელექტროსტიმულატორი, რომელიც გახდომაში ეხმარება ადამიანს.
_ ასეთი აპარატი უამრავია. სოლიდური ფირმები იმასაც წერენ ინსტრუქციაში (სულ 2-3 სოლიდური ფირმა არსებობს, ამ ხელსაწყოებს რომ უშვებს), თუ გულის პათოლოგია გაქვთ, გამოყენებისაგან თავი შეიკავეთ, ან მიმართეთ ექიმსო. გულის პათოლოგიებზე ელექტრომიოსტიმულატორის გამოყენება მართლაც ძალიან საფრთხილოა. ჩემი აპარატი კი პირიქით, გულის პათოლოგიების სამკურნალოდ შეიქმნა და გამოიყენება.
პარალელურად მას სხეულის კორექციაც შეუძლია. ის პაციენტი, რომელიც სხეულის კორექციის მიზნით იტარებს პროცედურებს, თავისდაუნებურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასაც ახდენს. მხოლოდ ეს კი არა, ამ მეთოდით ვეგეტატიური ნერვული სისტემა ბალანსირდება და პაციენტი სტრესისაგან მეტად დაცული ხდება. ეს შეიძლება აღვიქვათ როგორც ანტისტრესული თერაპია.
_ ითხოვთ თუ არა რაიმე გამოკვლევას სხეულის კორექციის მსურველთათვის?
_ ცხადია, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად უნდა ვიცოდეთ… თუ საჭიროა, ვაგზავნით დამატებით გამოკვლევაზე. როცა მისი ჯანმრთელობის ნათელი სურათი გვექნება, გაცილებით რაციონალურად შევურჩევთ პროცედურებს, რომ ერთდროულად მოხდეს ზემოქმედება დაავადებაზეც და სხეულის ფორმაზეც.
_ ცოტა დაუჯერებელი ხომ არ არის, რომ ერთი მეთოდით ამდენი სარგებლობა შეიძლება მიიღოს ადამიანმა?
_ ხშირად მისვამენ ამ კითხვას. Pპანაცეა არ არსებობს ამქვეყნად, ჩემი მეთოდიც არ არის პანაცეა. მისი ახსნა მარტივად შემიძლია (იხილეთ სურათი 1). პირობითად რომ წარმოვიდგინოდ სამკუთხედი, რომლის თავშიც მოცემულია გული, ფუძეს კი წარმოადგენს კუნთი და ცხიმი. Eეს ნაწილები ფუნქციურად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. Kნავარჯიშებ ადამიანს (არ მაქვს მხედველობაში პროფესიონალი სპორტსმენი), არ აწუხებს ჭარბი წონა, აქვს ჯანმრთელი გული და ლამაზი სხეული. ცხიმი და განსაკუთრებით ვისცერალური (შინაგანი ორგანოების ცხიმი) პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. ჭარბცხიმიანი ადამიანისათვის ფიზიკური დატვირთვა კი კარგია, მაგრამ მისი სხეული ძნელი ასამოძრავებელია, ამიტომ თავს იჩენს სიზარმაცე. Gგულს კი აუცილებლად სჭირდება დახმარება, რომელსაც “კარდიოლა”-ს საშუალებით მიიღებს.
სხეულის კორექცია აბსოლუტური შედეგით მთავრდება არა ზედმეტად გასუქებულ ადამიანთან, არამეთ მასთან ვისაც აქვს ნაკვთობრივი სიმსუქნე.
_ რა უპირატესობა აქვს ამ მეთოდს დღეს არსებულ მეთოდებთან _ ვარჯიშთან, დიეტასთან შედარებით?
_ დიეტით და ვარჯიშით ვერ მიიღწევა ლოკალური, ადგილობრივი ცხიმოვანი დეფორმაციების კორექცია. დიეტაც და ვარჯიშიც ახდენს ზოგად გავლენას და პირველ რიგში, ეს ვლინდება წონის დაკლებით, რასაც თან არ ახლავს ის ლოკალური შედეგი, რისთვისაც დაიწყო დიეტა. მაგალითად ქალბატონების 80%-ს მიაჩნიათ, აწუხებს დუნდულო-ბარძაყის და მუცლის არის ცხიმოვანი დეფორმაცია. თუ დაიწყებენ დიეტითა და ვარჯიშით კორექციის მცდელობას, გაუხდებათ ჯერ სახე და მკერდი, რომელიც აშკარად კარგავს ფორმას, და ბოლოს დიდი გულისხმევის შემდეგ ხდება ის საპრობლემო ადგილები.
ამ მეთოდს უკუჩვენება ხომ არ აქვს?
_ ხშირად მოდიან ქალბატონები, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ფიბრომა, მიომა. Aამ დაავადებებზე “კარდიოლას” გამოყენება უკუნაჩვენებია კორექციის თვალსაზრისით, თორემ გულის სამკურნალოდ მათზეც შესაძლებელია. ყველა სხვა შემთხვევაში პირდაპირი უკუჩვენება არ არის. ეს მეთოდი კარგია როგორც ესთეტიკურ მედიცინაში, კარდიოლოგიასა და ანგიოლოგიაში, ასევე ნევროლოგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და სექსოლოგიაში (ქალებში ამას ძალიან კარგი შედეგი აქვს) და სპორტის სხვა და სხვა სახეობებში. შედეგების მიხედვით დაინტერესდნენ კერძო ინვესტორები. მიმიწვიეს შვეიცარიაში. ჩამოვაყალიბეთ კომპანია “კარდიოლა” რომლის მეშვეობით ჩავატარეთ კვლევები.
ის შედეგები, რაც საქართველოში მქონდა _ 628 პაციენტი და მოხალისე მყავდა გამოკვლეული და ნამკურნალები, გამდიდრდა. შვეიცარიში 7 წლის განმავლობაში კიდევ 32 დიდი კვლევა ჩატარდა. აქედან სამი კვლევა კერძოდ სხეულის კორექციას შეეხებოდა. ერთ-ერთი მათგანი გრანტის საფუძველზე შვეიცარიის სახელმწიფომ დააფინანსა.
რა შედეგები გაქვთ დღეს და რას შეიძლება ველოდოთ?
_ დაკვირვებებზე დაყრდნობით, შეიძლება დასკვნები გავაკეთოთ. პაციენტი რომ მოდის, დეტალურად ვსწავლობთ მის სხეულს, ვწონით და ვზომავთ.
მონაცემები შეგვყავს ტაბულაში და 15 საათიანი კურსის შემდეგ მიღებულ შედეგს თავიდანვე 90% სიზუსტით ვპირდებით. Pპროცედურების დამთავრების შემდეგ თუ წონის სხვაობა გვაქვს მხოლოდ ნახევარი კილო მაინც, წინასწარ განსაზღვრულ შედეგს ვიღებთ. თუ წონაში მეტი სხვაობაა, შედეგი უკეთესი ხდება.
_ მხოლოდ ნახევარი კილო არა მგონია ვიზუაურად ვინმეს დაეტყოს..
_ მართალი ბრძანდებით. წონა და მოცულობა სხვადასხვა რამ არის. ჩვენ ზემოქმედება გვაქვს კუნთებზე და ცხიმზე, რომელიც უნდა განილიოს. საუბარია არა კილოგრამებზე, არამეტ კუბურსანტიმეტრებზე და უფრო ზუსტად ლიტრებზე. საპრობლემო სხეულის უბანს მოსცილდება ლიტრი, ლიტრანახევარი მოცულობა, შემცირდება მისი ზომა. ვინაიდან ეს განლეული ცხიმის ხარჯზე ხდება, რომელიც ძალიან მსუბუქია. ამიტომ მის ზოგად წონაზე ეს დიდ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ადგილობრივ ვიზუალურ ეფექტს მოგვცემს.
1 კურსი საკმარისია?
ძნელია რამის თქმა. პაციენტმა უნდა მიაღწიოს შედეგს, ზოგი პაციენტი ზედიზედ 4-5 კურსაც იტარებს. 15 საათიანი კურსი შეიძლება ერთ დღეშიც ჩატარდეს. მაქსიმალური დრო 5 დღეა _ სამი საათი დღეში. ამ პროცედურების შედეგი თავისი სისწრაფით ანალოგიურია ქირურგიულ ჩარევასთან, მაგრამ უსისხლოდ. ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეაბილიტაციას გადის 2 თვე მაინც. ჩვენთან 2 თვის მკურნალობის შემდეგ არანაკლები შედეგი მიიღწევა, პლუს ამას გულისა და კუნთების გამაგრებაც...
ხომ არ არის საშიშროება, რომ პროცედურების დამთავრების შემდეგ სხეულმა ძველი ფორმა დაიბრუნოს?
_ ლოზანის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მიღებული შედეგები იმისი იდენტური იყო, რასაც ვპირდებოდით პაციენტებს. პროცედურების დამთავრების შემდეგ, როცა ქალბატონები ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ შედეგი კიდევ უფრო ვითარდებოდა (იხილეთ სურათი 2). ჩემი გამოცდილებით მიღებული შედეგები რეკომენდაციების გათვალისწინებით ხანგრძლივად უნარჩუნდებათ. თუ წელიწადში ერთხელ მაინც მოგვაკითხავს ქალბატონი კურსის ჩასატარებლად. ეს იმისი საწინდარია, რომ მუდმივად კარგ ფორმაში იქნება.