სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აღიდგინეთ ძალები და გაიუმჯობესეთ გულის მუშაობა იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ და ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას არ განიცდიდეს, აუცილებელია, ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევებით:

 


- საერთო მდგომარეობის და გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად, სახეხზე კანიანად გახეხეთ ერთი ცალი ლიმონი და ერთი ცალი ფორთოხალი. შემდეგ გაწურეთ. მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის გოგრის წვენი ან ანადუღარი, გაცივებული წყალი. მიიღეთ დღეში ერთხელ, უმჯობესია, დილით. ეს რეცეპტი გემოგლობინისა და სისხლისთვის უებარია.



- 500 გრამ თაფლს დაუმატეთ 500 მილილიტრი ალოეს წვენი და 500 მილილიტრი შავი ღვინო. აადუღეთ და მიიღეთ 30 მილილიტრი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.



- მადის გასაუმჯობესებლად კომბოსტოს წვენი გაურიეთ ნატურალურ თაფლში და მიირთვით ჭამამდე ერთი საათით ადრე.



- ერთი ჩაის კოვზი ასკილი გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. 5 საათის შემდეგ გადაწურეთ მარლაში. შემდეგ დაამატეთ 4 ცალი ბროწეულის წვენი, ოთხი ლიმონის წვენი და ერთი ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი. მიღებული მასა მიიღეთ ყავის ჭიქით, დღეში სამჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე.

 

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player