სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ხაჭო (ცხიმ გამოცლილი), წითელი ბულგარული წიწაკა, ორაგული, შვრიის ფაფა, გოგრის თესლი, კაკაო, რძე (ცხიმ გამოცლილი), კაკაო, ნუში, მწვანე ჩაი...

 

 

 

ხაჭო (ცხიმ გამოცლილი)

ამაგრებს გულს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას . არის კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის წყარო.

წითელი ბულგარული წიწაკა

შეიცავს C ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას. ჰიპერტონიკებმა ის შეძლებისდაგვარად ხშირად უნდა მიირთვან. დღეში 2 ცალი, ანაზღაურებს ორგანიზმის მოთხოვნილებას C ვიტამინში.

ორაგული

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების წყარო. ხელს უწყობს მაღალი წნევის დაწევას. კარგია თუ შეძლებთ მის მირთმევას კვირაში 3 ჯერ (100 -150 გრ ).

შვრიის ფაფა

უნდა იყოს ჰიპერტონიკების დილის რაციონში . გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მისი საშუალებით ორგანიზმი ღებულებს სელენს, რომელშიც არის უამრავი ბოჭკოვანა .

გოგრის თესლი

ანაზღაურებს ცინკის დეფიციტს ორგანიზმში და ხელს უწყობს ინფარქტის არიდებას. საკმარისია დღის განმავლობაში 20 გრამის მირთმევა.

კაკაო

აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას . მაგრამ საკმაოდ კალორიული სასმელია. კვირის განმავლობაში საკმარისია 1- 2 ჭიქა.

რძე (ცხიმ გამოცლილი)

შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს და აუმჯობესებს ჰიპერტონიკის მდგომარეობას .


მწარე შოკოლად

ამკვრივებს გულის კუნთს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და შეუძლია წნევის დაწევა. დიდი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდირებული.

ნუში

შეიცავს მონოცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას. მასში არის კალიუმი, მაგნიუმი, ვიტამინი E - ყველაფერი ის რაც საჭიროა წნევის დასაწევად.

მწვანე ჩაი

რეგულარული მიღების პირობებში ხსნის ქოლესტერინის საცობებს. მასში არის დიდი რაოდენობითანტიოქსედანტები , რომლებიც ეწინააღმდეგებიან ორგანიზმის დაბერებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player