საკვები პროდუქტის შეძენისას, ჩვენ ხშირად ვაკვირდებით წარმოების თარიღსა და ვადას. თუმცა არსებობს უამრავი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომლის ვადების ჩვენ არაფერი ვიცით, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.
პორტალი Bright Side - გვთავაზობს ნივთების იმ ჩამონათვალს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით უნდა გამოვცვალოთ.
სავარცხელი – 1 წელი
როგორც აღმოჩნდა, სავარცხელი სულ მცირე, კვირაში ერთხელ უნდა გავრეცხოთ და მინიმუმ წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ.
ბალიშები – ვარგისიანობის ვადა 2-3 წელი
იმის მიუხედავად, თუ რა მასალით არის დამზადებული ბალიში, 2-3 წლის შემდეგ მტვრის ბუდედ იქცევა და შესაძლოა, დეფორმაციის გამო კისერიც გატკინოთ.
ოთახის ჩუსტები – 6 თვე
ოთახის ჩუსტები სოკოვანი დაავადების გადამტანი საშუალებაა. 6 თვის მანძილზე ის რაც შეიძლება ხშირად უნდა რეცხოთ.
შხაპის ღრუბელი – ვარგისიანობის ვადა 2 კვირა
აბაზანის ღრუბელი და ჯაგრისები, ასევე უამრავი ბაქტერიის გადამტანია და ამიტომ ხშირად უნდა ვცვალოთ.
პირსახოცი – ვადა 1-3 წელი
სველი და ნესტიანი პირსახოცები იდეალური ბუდეა სხვადასხვა ბაქტერიისთვის, რომლის პრობლემას ხშირი რეცხვითაც კი ვერ მოაგვარებთ.
კბილის ჯაგრისი – 3 თვე
კბილის ჯაგრისი მაშინაც კი უნდა გამოვცვალოთ, თუ გრიპით, ან სხვა აირწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან განვიკურნებით, რომ ვირუსი ხელახლა არ შეგვიბრუნდეს.
სარბენად განკუთვნილი ბოტასი– 1 წელი
მაქსიმუმ 450 კმ-ს გარბენის შემდეგ ბოტასები ამორტიზაციას კარგავს, ამან კი შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ.
ბიუსჰალტერი – 1-2 წელი
მაშინვე, როგორც კი ბიუსჰალტერი ფორმას დაკარგავს, უფრო დიდი გახდება ზომაში, ან უფრო პატარა, ნაკლებად ელასტიური იქნება, დაუნანებლად გადააგდეთ და შეიძინეთ ახალი.