სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თვალების კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი მოიცავს შემდეგ გამოვლინებებს: თვალის გადაღლილობასა და სიმშრალეს, თავის ტკივილებს, ტკივილებს კისრისა და სახსრების არეში... როგორც წესი, ეს დროებითი ხასიათის მოვლენებია, მაგრამ ბევრისათვის ზემოთ აღნიშნული ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს.

 


გთავაზობთ თვალების დაღლილობის მოსახსნელ რამდენიმე ვარჯიშს:


1. ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით. ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში. დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გაახილეთ თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში დაიწყებს აღდგენას.


2. ერთ ერთი მარტივი ვარჯიში გახლავთ დახუჭული თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ კი პირიქით. ამას გარდა, 20 წამის განმავლობაში სცადეთ შორი საგნის ყურება, მაგალითად ფანჯრის მიღმა განლაგებული ობიექტის. შემდეგი 20 წამი – ახლო საგანს, მაგალითად საკუთარი ხელის დიდ თითს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში.


3. თვალები მაგრად დახუჭეთ, შემდეგ გაახილეთ, გაიმეორეთ 8-10-ჯერ. თვალები დაიფარეთ უბრალოდ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი. ეს ვარჯიშები გააკეთეთ რეგულარულად.


4. დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში. ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player