სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ალკოჰოლი და თამბაქო ორსულობის დროს

ალკოჰოლი თავისუფლად გადის პლაცენტარულ ბარიერს და გადადის ნაყოფთან, ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ქალებმა თავი უნდა შეიკავონ მისი გადაჭარბებული მოხმარებისაგან ორსულობის დროს.

 

საბოლოოდ არ არის გარკვეული, ალკოჰოლის რა დონე არის საზიანო ნაყოფისა და დედისათვის.
არსებობს მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ალკოჰოლის ერთი ან ორი ერთეული კვირაში საზიანო არ არის მაგრამ რეკომედირებულია ალკოჰოლოს მიღებისაგან სრული თავშეკავება ორსულობის დროს თრობა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია ახალშობილის დაბალი წონასთან და ბავშვის ქცევით და ინტელექტუალურ დარღვევებთან72.


თამბაქოს მოწევა წარმოადგენს ორსულობის ცუდი გამოსავლის მიზეზს. მისი უარყოფითი ზეგავლენა საბოლოოდ არის დამტკიცებული. მეტა-ანალიზმა გამოავლინა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ორსულობის დროს თამბაქოს მოწევასა და პერინატალურ სიკვდილიანობას , ახალშობილთა უეცარ სიკვდილს პლაცენტის ნაადრევ აცლას , სანაყოფე გარსების ნაადრევ დარღვევას , ექტოპიურ Nორსულობას პლაცენტის წინამდებარეობას ჩვეულ აბორტს , ნაადრევ მშობიარობას ახალშობილთა დაბალ წონას და ახალშობილების მგლის ხახისა და კურდღლის ტუჩის ჩამოყალიბებას შორის
კოჰორტულმა კვლევებმა გამოავლინეს მნიშვნელოვანი კავშირი ორსულობის დროს დედის მიერ თამბაქოს მოწევასა და გესტაციურ ვადასთან შედარებით მცირე წონის ახალშობილის დაბადებას , მკვდრადშობადობასა და ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობას შორის80.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4