სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქლამიდია

ქლამიდიური ინფექციის არსებობა ორსულობის დროს დაკავშირებულია ნაადრევი მშობიარობის მომატებულ სიხშირესთან და ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხების სინდრომის განვითარებასთან.

 

მკურნალობის არარსებობისას ასიმპტომური ბაქტერიურია დაკავშირებულია ახალშობილების დაბალ წონასა და ახალშობილთა სიკვდილიანობასთან რკკ–ების მიმოხილვის შედეგების მიხედვით ქლამიდიის კულტურის დადებითი მაჩვენებლებით ქალტა რაოდენობა 90%-ით მცირდებოდა ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. მიუხედავად ამისა, არ დაქვეითებულა 37 კვირამდე მშობიარობათა რიცხვი. დღევანდელ დღეს უბრალო, იაფი ლაბორატორიული ტესტი ქლამიდიის დიაგნოსტიკისათვის არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება სკრინინგულ ტესტებს, მათ ჩასატარებლად საჭიროა მასალის აღება სხვადასხვა ანატომიური ადგილებიდან 

 

სწრაფი ტესტები მოიცავენ ანტისხეულის პირდაპირ ფლუორესცენციულ შეღებვას (მგრძნობელობა 50-90%), ფერმენტ-დაკავშირებულ იმუნურ კვლევებს (მგრძნობელობა 75%-80%, სპეციფიურობა 85-100%) და დნმ-რნმ ჰიბრიდიზაციას (მგრძნობელობა 70-85%) პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების შეღებვა ძალიან შრომატევადია და ამიტომ მეთოდის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი პაციენტტა დიდი რაოდენობის დროს. მწვავე ქლამიდიური ინფექციის დროს სეროლოგიური კვლევა მიზანშეწონილი არ არის.



მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4