სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორსულობის ადრეულ ვადაზე (13 კვირამდე). დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის გამო შესაძლებელია პირველი ვიზიტის გაყოფა ორ ნაწილად:


• ორსულს მიეწოდოს ინფორმაცია და მიეცეს შესაძლებლობა დასვას შეკითხვები და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში. ინფორმაცია დიეტის, ცხოვრების წესის, გამოკვლევის მეთოდების, ორსულობის დროს არსებული მომსახურეობისა და სხვა ასპექტების შესახებ უნდა იყოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით
• უნდა გამოვლინდეს ქალთა ის კატეგორია, რომელიც საჭიროებს დამატებით მეთვალყურეობას და დაიგეგმოს მეთვალყურეობა შემდეგი კატეგორიის ორსულებისათვის.


I ანტენატალური ვიზიტის დროს:

 

- უნდა განისაზღვროს სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი;
- ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი;
- ჩატარდეს ანემიის, აივ/შიდსის, B-ჰეპატიტის, წითურისა და სიფილისის სკრინინგი სწრაფი მარტივი მეთოდით;
- წითელასს სკრინინგი განსაზღვრულია ორსულის იმუნური სტატუსის დასადგენად და ორსულობის შემდეგ საჭიროებისას აცრის ჩასატარებლად; კვლევა არ არის მოწოდებული ორსულობის დროს ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად;
- განისაზღვროს სხეულის მასის ინდექსი;
- გაიზომოს არტერიული წნევა;
- ჩატარდეს შარდის საერთო ანალიზი (პროტეინურიისა და ასიმპტომური ბაქტერიურიის გამოსავლენად) ტესტ-ხაზების მეშვეობით, შარდის ნალექის ბაქტერიოსკოპიით ან შარდის დათესვით;
- ჩატარდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა – სარკეებში დათვალიერება
- რაც შეიძლება ადრე ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა გესტაციური ვადის განსაზღვრის მიზნით შემდეგი პარამეტრების გამოყენებით:
10-13 კვირამდე თხემ-კუდუსუნის სიგრძე;
14 კვირის ზემოთ თავის გარშემოწრილობა და ბიპარიეტალური ზომა.
- პირველი ვიზიტის დროს სასურველია ჩატარდეს თერაპევტის და სტომატოლოგის კონსულტაცია



შემდგომი ვიზიტი, რომელიც განიხლება, როგორც პირველი ვიზიტის გაგრძელება, ანალიზების მიღების შემდეგ უნდა დაიგეგმოს შემდეგი მიზნით:
- განიხილოს და ჩაიწეროს ყველა ჩატარებული სკრინინგული ტესტის შედეგი, მოხდეს ანტენატალური მეთვალყურეობის შემუშავებული გეგმის გადახედვა ქალთა იმ კატეგორიის გამოსავლენად, რომლებიც საჭიროებენ დამატებით მეთვალყურეობას;
- ორსულს მიეწოდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ინფორმაცია, რომელიც გაღრმავდება ანტენატალური მეცადინეობების ჩატარებისას. ასევე ორსულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში.


18-20 კვირა


- 18-20 კვირაზე, ქალის თანხმობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად. იმ ქალებს, რომელთაც ორსულობის ამ ვადაზე დაუდგინდებათ პლაცენტის კიდითი მიმაგრება, უნდა ჩაუტარდეთ განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა 36 კვირის ვადაზე
- უნდა გაიზომოს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე;
- გაიზომოს არტერიული წნევა და ჩატარდეს ტესტი პროტეინურიის გამოსავლენად;
- წონის განსაზღვრა (მხოლოდ დაბალი სხეულის მასის ინდექსის მქონე ორსულებში);
- მეორე ვიზიტის დროს უნდა ჩატარდეს სკრინინგული კვლევა თანდაყოლილ სიმახინჯეებზე. (დაუნის სინდრომი)

 

30-32 კვირა


ამ ვიზიტის დროს უნდა:
- განისაზღვროს ჰემოგლობინის დონე და 10,5 გ/ლ ნაკლები მაჩვენებლის შემთხვევაში დაინიშნოს რკინის შემცვლელი პრეპარატები;
- გაიზომოს არტერიული წნევა;
- გაკეთდეს შარდის ანალიზი პროტეინურიის გამოსავლენად;
- განისაზღვროს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე;
- ორსულს მიეცეს ლაქტაციის/ კონტრაცეფციის რეკომენდაციები
- ორსულს მიეწოდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ინფორმაცია, რომელიც გაღრმავდება ანტენატალური მეცადინეობების ჩატარებისას, მიეცეს შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში


36-38 კვირა


34 კვირაზე ანტენატალური ვიზიტი უნდა ჩატარდეს შემდეგის მიზნით:
- გაიზომოს არტერიული წნევა და ჩატარდეს ტესტი პროტეინურიის გამოსავლენად;
- განისაზღვროს ჰემოგლობინი სისხლში;
- ჩატარდეს სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი მარტივი მეთოდით;
- განისაზღვროს საშვილოსნოს ფუძის სიმაღლე;
- განისაზღვროს ნაყოფის პოზიცია;
- მენჯით წინამდებარეობის შემთხვევაში განხორციელდეს თავით გარეგანი მობრუნება ორსულის თანხმობის შემთხვევაში (სტაციონარის პირობებში);
- დადასტურდეს პლაცენტის მიგრაცია წინა ულტრაბგერით კვლევებთან შედარებით;
- მოხდეს ჩატარებული შედეგების განხილვა და დოკუმენტირება, საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ორსულობის მართვის გეგმა და გამოვლინდეს ქალთა ის კატეგორია, რომელიც საჭიროებს დამატებით მეთვალყურეობას;
- ორსულს მიეცეს ლაქტაციის/ კონტრაცეფციის რეკომენდაციები
- ორსულს მიეწოდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ინფორმაცია, რომელიც გაღრმავდება ანტენატალური მეცადინეობების ჩატარებისას, მივცეთ მას შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში

 

მშობიარობის შემდგომი ვიზიტი


ჯამო რეკომენდაციით მშობიარობის შემდგომი ვიზიტი უნდა ჩატარდეს მშობიარობის შემდგომ ერთი კვირის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი არ ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ, კვლევის ფარგლებში საქართველოში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ 38% მელოგინე გასინჯული იყო სამედიცინო პერსონალის მიერ პირველი 6 დღის განმავლობაში, ხოლო 45% ორი კვირის შემდეგ.


მასალა მოგვაწოდა
საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა
თენგიზ ასათიანმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player