სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვენერიული დაავადებები

მიკოპლაზმოზი (ურეაპლაზმოზი)

უროგენიტალური მიკოპლაზმოზი ან ურეაპლაზმოზი შარდსასქესო ორგანოების ინფექციური დააავადებაა, გამოწვეული Mycoplasmaceae-ს მიკროორგანიზმებით. ეს მიკრობები აღმოჩენილია მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში, მაგრამ ბოლო 30 წელია მათ მიერ გამოწვეული დაავადებები გამოყოფილი არიან ცალკე ჯგუფში. დღეისთვის ცნობილია 100 მიკოპლაზმის სახეობა. ადამიანისთვის დამახასიათებელია დაახლოებით 14 სახეობა.

 

ureaplazmoz1

 

მიკოპლაზმა აზიანებს ნებისმიერ ქსოვილს და ორგანოს, მათ შორის სპერმატოზოიდს(იკლებს მათი მოძრაობის უნარი).

 

მიკოპლაზმები წარმოადგენენ თავისებურ კატალიზატორებს, რომლებიც აჩქარებენ ისეთი დაავადებების მიმდინარეობას როგორიც არის შიდსი, სიმსივნური პროცესები. მიკოპლაზმების ერთერთი უნიკალური თვისებაა მათი ადამიანის უჯრედებში შენიღბვის უნარი, რაც ყოველთვის არ აძლევს იმუნურ სისტემას პარაზიტის აღმოჩენის საშუალებას. ამით აიხსნება ინფექციის უსიმპტომი მიმდინარეობა.

 

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება საშ. 2-4 კვირა. ამ დაავადებების მიმდინარეობას არ აქვს დამახასიათებელი თვისებები, ამიტომ დიაგნოსტიკა დაფუძნებულია მხოლოდ ლაბორატორიულ მეთოდებზე.

 

თუ დაავადება თავიდანვე არ ღებულობს უსიმპტომო ფორმას, ავადმყოფს აწუხებს გახშირებული დისკომფორტული შარდვა, გამონადენი საშოდან, ან შარდსადენი მილიდან, ქავილი და დისკომფორტი სასქესო ორგანოების არეში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად პროცეში ირთვებიან პროსტატა და სათესლე ჯირკვლები, საკვერცხეები, საშვილოსნოს მილები.

 

მიკოპლამების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უნდა ჩატარდეს კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალიზირებულ სამედიცინო კლინიკაში. თვითმკურნალობა გამორიცხულია.

 

შესაძლებელია თუ არა მიკოპლაზმის პროფილაქტიკა?! დიახ. პრეზერვატივების აუცილებელი გამოყენება. სქესობრივი პარტნიორის გამოცვლის შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლევის ჩატარება 3 კვირის შემდეგ. ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, და მითუმეტეს თუ ქალი უკვე ორსულადაა, აუცილებელია წყვილის გამოკვლევა მიკოპლამოზზე.

 

მასალა მოამზადა შალვა კევლიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4