სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ქირურგიული დაავადებები

ანგიომა

ანგიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა,რომელიც ვითარდება სისხლძარღვებიდან (ჰემანგიომა) ან ლიმფური ძარღვებიდან (ლიმფანგიომა). ბავშვებში აღინიშნება მზარდი სიმსივნე რომლის ზრდა შემდეგ ჩერდება. განასხვავებენ ანგიომების შემდეგ ფორმებს:

 

ჰემანგიომები:

-კპილარული, მარტივი ჰემანგიომა ხასიათდება კაპილარების გაგანიერებით, აქვს ერთეული მოწითალო ან მოლურჯო ლაქების შესახედაობა და ხშირად განლაგებულია სახეზე და სხეულზე. -კავერნოზული(მღვიმოვანი) ჰემანგიომა შედგება სისიხლით სავსე მსხვილი ღრუებისგან,გააჩნია მუქი ლურჯი ფერის კვანძოვანი წარმონაქმნის შესახედაობა,რომელიც დაფარულია გათხელებული კანით ან ლორწოვანი გარსით. როდესაც ის განლაგებულია სახეზე, ძლიერ ამახინჯებს ავადმყოფს, შესაძლებელია განლაგებული იყოს თავზე, კუნთებში, საშვილოსნოში ელენთაში ღვიძლში;

-განტოტებული ჰემანგიომა შედგება ძლიერ გაგანიერებული მოპულსირე ძარღვებისგან. აქვს მკვეთრი შესიების შესახედაობა, რომლებიც სწრაფად ივსება სისხლით მათზე ზეწოლის შეწყვეთის შემდეგ.

მკურბალობა.

მარტივი ჰემანგიომები რენტგენის სხივებით დასხივება, ნახშირმჟავით მიწვა ან ქირურგიული ამოკვეთა საღი ქსოვილების ფარგლებში. მღვიმოვანი ანგიომები-ქირურგიული ან რადიუმის აპლიკაციები.

 

განტოტებულ ჰემანგიომებს ასევე მკურნალობენ ოპერაციულად: იწარმიება მიმტანი სისხლძარღვის ამოკერვა და გადაკვანძვა და მსხვილი ღეროების ამოკვეთა.

 

ლიმფანგიომები: გვხვდება ჰემანგიომებზე იშვიათად. მარტივი ფორმა გვხვდება იშვიათად ენის, ტუჩების კუნთებში და წარმოადგენს მცირე ზომის ბრტყელ ან ოდნავ ხორკლიან შემაღლებას-უმტკივნეულოა, რბილია და ქრება ზეწოლისას. მღვიმოვან ფორმას გააჩნია გავრცობილი შესიების შესახედაობა მკვეთრი საზღვრების გარეშე, მოყვიალო ან მოწითალო შეფერილობით. განლაგებულია ლოყებზე, ტუჩებზე.

 

კისტოზური ფორმა ვითარდება კისერზე, ნაწლავის ჯორჯალში და შედგება ერთეული ან მრავლობითი ელასტიური კისტებისგან. მკურნალობა-კისტოზური ფომის დროს-ოპერაცია(ამოკვეთა) მარტივ და მღვიმოვან ფორმებს მკურნალობენ მრავალჯერადი დაჩხვლეტით,ელექტრო კოაგულატორის ნემსისიებური ბოლოთი. მასალა მოამზადა გიორგი კორახაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4